20 წლის ძაღლმა პატრონს ერთგულება და სიყვარული საფლავის კარამდე დაუმტკიცა
20 წლის ძაღლმა პატრონს ერთგულება და სიყვარული საფლავის კარამდე დაუმტკიცა
პატრონის მიმართ ხნიერი ძაღლის სიყვარულმა და ერთგულებამ ყველა დაამწუხრა, ვინც კი ამ ისტორიის მოწმე გახდა.

ინციდენტი ამერიკაში, ოკლაჰომას შტატში მოხდა.

20 წლის ლაბრადორი, სახელად სემი, მთელი დღე იწვა გარდაცვლილი პატრონის - არტურის გვერდით. ის აღმოაჩინა არტურის მეგობარმა ფილიპ გორდონმა, რომელიც მეგობრის სანახავად მივიდა. მიუხედავად პოლიციის არა ერთი მცდელობისა, ძაღლი პატრონს გვერდიდან ვერ მოაშორეს. სამართალდამცველები დასახმარებლად ცხოველთა რეაბილიტაციის ცენტრის "1 Day Ranch"-ის დირექტორს მეგან ოლსონს დაუკავშირდნენ. ოლსონი შეეცადა სემთან საერთო ენის გამონახვას, ის ძაღლს სასუსნავებით გაუმასპინძლდა და მისი ეზოში გამოყვანა დიდი ძალისხმევის
შედეგად შეძლო. მეგანის
თქმით, სანამ ისინი რეაბილიტაციის ცენტრში მიდიოდნენ, სემი მთელი გზა წკმუტუნებდა.

Zooclub

არტურის მეზობლების თქმით, მამაკაცს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა, საკუთარი სურვილით გაეწერა, რადგან სემის გვერდით ყოფნა სურდა. თავის მხრივ, ძაღლსაც არ შეეძლო პატრონის გარეშე ცხოვრება. ერთ დღეს სემმა კლინიკის ფანჯარაც გატეხა, რათა არტურთან შესულიყო. "მას თავის ძაღლთან ერთად სახლში ყოფნა სურდა. არტური ფიქრობდა, რომ ამ კრიზისს გადაიტანდა", - აღნიშნავს მისი მეგობარი.

Zooclub

"სემმა პატრონის სიკვდილი ძალიან განიცადა. ცხოველი დღესაც დარდობს", - ამბობს მეგანი. ცენტრის დირექტორმა და მისმა თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ხნიერ ძაღლს თავი კომფორტულად ეგრძნო.

სემის ცხოვრების შესახებ მეგანი პერიოდულად სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ინფორმაციას ავრცელებს. ძაღლი პატრონის დაკრძალვას მეგანთან ერთად დაესწრო. ამის შემდეგ, მეგანმა სემისთვის მზრუნველი ოჯახის ძებნა დაიწყო, თუმცა, მას ეჭვი ეპარება, რომ 20 წლის ძაღლს ვინმე აიყვანს.

Zooclub

დიდი ალბათობით, ერთგული ბინადარი თავის ცხოვრების უკანასკნელ წლებს რეაბილიტაციის ცენტრში გაატარებს, სადაც მან ყველა თანამშრომელს თავი შეაყვარა და უკვე რამდენიმე თერაპევტ ძაღლსაც დაუმეგობრდა.

ასევე იხილეთ:

"პატრონი 2-3 წლის წინ გარდაცვლილა და ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული..." მას შემდეგ გერმანული ნაგაზი სასაფლაოს არ ტოვებს

ძაღლი, რომელიც პატრონის გარდაცვალების შემდეგ ტაძარში წირვას მარტო ესწრებოდა

კატა გარდაცვლილ პატრონს "სმარტფონში" უყურებს, მისი რეაქცია ცრემლის მომგვრელია
სტატუს ქუო
ეს ძაღლი მეეჭვება ლაბრადორის ჯიშის იყოს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?