ძაღლი, რომელიც პატრონის გარდაცვალების შემდეგ ტაძარში წირვას მარტო ესწრებოდა
ძაღლი, რომელიც პატრონის გარდაცვალების შემდეგ ტაძარში წირვას მარტო ესწრებოდა
ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ფოტო, სადაც თავდახრილი ძაღლი ტაძარში წირვას ესწრება, თუმცა, ცოტამ თუ იცის, ვინაა და რა ისტორიას ინახავს მისი სევდიანი თვალები.

ტომი გერმანული ნაგაზის მეტისია, რომელიც იტალიის ქუჩებში უპატრონოდ დადიოდა. ის შემთხვევით შეხვდა მორწმუნე ადამიანს, სახელად მარიას, რომელმაც ძაღლი შეიფარა. ისინი მას შემდეგ ყველგან ერთად დადიოდნენ. მეტიც, ტომი პატრონთან ერთად ტაძარში წირვასაც ესწრებოდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ მარია გარდაიცვალა. ტომის გარდაცვლილი პატრონი იმავე ტაძარში დაასვენეს, ძაღლი კი
დაკრძალვის დღემდე მის გვერდით იყო.

მას შემდეგ ტომი ყოველ დღე
მიდიოდა ეკლესიაში და წირვებს ესწრებოდა, თუმცა, პატრონი გვერდით აღარ ჰყავდა. ტაძრის მსახურებმა ცხოველი თბილად მიიღეს და შეიფარეს. მას რთულ პერიოდში ადამიანებმა სიყვარული აჩუქეს, მაგრამ ტომი ვერასოდეს შეიმსუბუქებს იმ დარდს, რასაც მარიას დაკარგვით განიცდიდა.

Zooclub

ეს კიდევ ერთი ამბავია ცხოველზე, რომელიც დიდი ერთგულებითა  და სიყვარულით გამოირჩევა ადამიანის მიმართ.

ძაღლი ჩვენი ცხოვრების ეტაპია, ხოლო ჩვენ მათთვის მთელი ცხოვრება ვართ.



ასევე იხილეთ:

ეს ძაღლი პატრონის სიკვდილის შემდეგაც მისი ერთგული დარჩა..

თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს

პუდელმა პატრონის მოსაძებნად 50 კილომეტრი გაიარა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?