ბიჭმა მთებში იპოვა ცოცხალ-მკვდარი ძაღლი, რომელსაც საყელურზე ტელეფონის ნომერი ეწერა
ბიჭმა მთებში იპოვა ცოცხალ-მკვდარი ძაღლი, რომელსაც საყელურზე ტელეფონის ნომერი ეწერა
ესპანელი მამაკაცი, მანუელ დელგადო პროფესიონალი ველოსიპედისტია. ერთ დღეს ის მთებში სეირნობდა, როდესაც გულისამაჩუყებელი ფაქტის მომსწრე გახდა. ლამაზი ბუნების ფონზე, ცოცხალ-მკვდარი ძაღლი უმოძრაოდ იწვა. მას დახმარება სჭირდებოდა. დელგადო ცხოველს მიუახლოვდა, ძაღლს სიცოცხლის ნიშნები არ ეტყობოდა.

ოთხფეხა არსებას საყელურზე ტელეფონის ნომერი და სახელი ეწერა. როგორც აღმოჩნდა, მას ტიზონი ერქვა. ბიჭმა მის საყელურზე მითითებული ნომერი აკრიფა, თუმცა, ავტომოპასუხე ჩაირთო.

Zooclub

დელგადომ მიმართა პოლიციას, რომლებმაც ძაღლის საიდუმლო გაამჟღავნეს. აღმოჩნდა, რომ პოლიციას "დაშავებული" ძაღლის შესახებ არაერთი შეტყობინება მიეღო. იგი სინამდვილეში ადამიანებს თავს დაზარალებულად აჩვენებს, რათა მათგან საკვები და
მზრუნველობა მიიღოს.

დელგადო შოკში იყო. ის ვერ იჯერებდა, რომ ძაღლს პროფესიონალი მსახიობივით მოქცევა შეეძლო.

ველოსიპედისტი
რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა ტეზონს, რის შემდეგაც ის "გაცოცხლდა"- მან თავი ასწია, ბიჭს მიუახლოვდა და ისევ მკვდარივით მიწაზე დაეცა. დელგადო ცხოველის ეშმაკური საქციელით გაოცებული იყო.

Zooclub

"ამ ძაღლს მოფიქრებული აქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ უნდა მოატყუოს გამვლელები. იგი იმდენად პროფესიონალურად თამაშობს, რომ გულგრილად ვერავინ ჩაუვლის. ადამიანები მის დასახმარებლად თითქმის ყოველდღე უკავშირდებიან პოლიციას. იმედია, მათ შორის მოიძებნება ისეთიც, რომელიც მას აიყვანს, რადგან პატრონი არ ჩანს და ვერც მითითებულ ნომერზე ვუკავშირდებით", - წერს დელგადო Facebook-ის საკუთარ გვერდზე და ამასთანავე,  ტეზონის ფოტოებს ათავსებს.

სოციალურ ქსელში, ძაღლის მიმართ ინტერესი არაერთმა ადამიანმა გამოხატა. ზოგიერთი მათგანი ცხოველს უთანაგრძნობდა, ხოლო სხვები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი ჭკვიანური ქმედებებით.

"ამ ძაღლს ყურადღების მიქცევა სურდა, რაც არაერთხელ მიიღო", - ამბობს ფოტოების ავტორი.

Zooclub

მას შემდეგ ტეზონი ნამდვილი ვარსკვლავია, რომლის ამბავიც საზღვრებს გასცდა. ველოსიპედისტი იმედს იტოვებს, რომ ძაღლს მზრუნველი პატრონი მალე გამოუჩნდება.

ასევე იხილეთ:

ეს ძაღლი ყოველ დღე სტუმრად მიდიოდა უცხო ოჯახში და იძინებდა, მაგრამ სულაც არ ჰგავდა უპატრონოს...

კატა ორ ოჯახში ცხოვრობდა, პატრონებმა მისი საიდუმლო მოგვიანებით შეიტყეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?