მოხუცს მეზობლის პიტბულის საშინლად ეშინოდა, სანამ ძაღლმა მისი სიცოცხლე არ გადაარჩინა
მოხუცს მეზობლის პიტბულის საშინლად ეშინოდა, სანამ ძაღლმა მისი სიცოცხლე არ გადაარჩინა
ადამიანების უმეტესობას პიტბულების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. ეს ყოველივე ამ ჯიშის უარყოფითი იმიჯია. ამ ისტორიის მთავარი გმირი - პიტბული, სახელად სიმბა, არ გამოირჩევა თავისი მოძმეებისგან. ის საოცრად მეგობრული ძაღლია თბილი ხასიათით, მაგრამ მეზობლები ყოველთვის ცდილობდნენ, მისგან თავი შორს დაეჭირათ. რამდენიმე ხნის წინ სიმბამ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილი გმირია და აი, რატომ:

4 წლის პიტბული პატრონთან - არჯანით მაჰანასთან ერთად შვედეთის  ერთ-ერთ ქალაქში, მრავალსართულიან ბინაში ცხოვრობს. მეზობლები ყოველთვის ერიდებოდნენ სიბასა და მის პატრონს, მაგრამ ყველაზე მეტად მისი იმ ხნიერ ქალს ეშინოდა, რომელიც მათგან
ერთი სართულით ქვევით ცხოვრობდა.

Zooclub

მოხუცთან ყოველი შეხვედრისას, სიმბა კუდს აქიცინებდა და თავისებურად ცდილობდა მისალმებას, მაგრამ
ქალი მას შეშინებული, შორიდან  უყურებდა და "მონსტრს" ეძახდა.

ერთ დღეს, სეირნობიდან დაბრუნებული სიმბა, მოულოდნელად ქალის ბინასთან შეჩერდა და პატრონს რაღაცას ანიშნებდა. არჯანითს კარს იქით მოხუცის ხმა მოესმა: "გთხოვთ, არ წახვიდეთ!". კარი ღია იყო, ბიჭი ბინაში შევიდა და იატაკზე დავარდნილი ქალი დაინახა.

Zooclub

ქალმა ბარძაყი დაიზიანა და ადგომას ვერ ახერხებდა. არჯნითმა სასწრაფო გამოიძახა. ძაღლი და პატრონი მოხუცის სახლში ერთად ელოდებოდნენ ექიმების მოსვლას.

არავინ იცის, თუ რამდენ ხანს იწვებოდა დაშავებული მოხუცი იატაკზე, რომ არა სიმბას საქციელი.

Zooclub

ამ ინციდენტის შემდეგ ქალის დამოკიდებულება მეზობლის პიტბულის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. მან მადლობა გადაუხადა თავის გადამრჩენელებს. ამჟამად მოხუცი კლინიკაში იმყოფება და მკურნალობის კურსის დასრულებისთანავე სახლში დაბრუნდება.

Zooclub

პატრონი თავისი ძაღლის გმირული საქციელით ამაყობს. სწორედ მან გაავრცელა სიმბას ისტორია სოციალურ ქსელში, რათა პიტბულების ნეგატიური რეპუტაცია დადებითად შეიცვალოს.

Zooclub

"ნებისმიერი ძაღლი, გერმანული ნაგაზი თუ ლაბრადორი, შესაძლოა იყოს მეგობრული ან აგრესიული. პრობლემას ჯიში არ წარმოადგენს, მთავარია საბელი ვის უჭირავს. გთხოვთ, მიეცით შანსი პიტბულებს, რათა თავიანთი მეგობრობა და ერთგულება დაამტკიცონ", - წერს სოციალურ ქსელში სიმბას პატრონი.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

პიტბულმა მეზობლები ყეფით შეაწუხა, რათა პატრონები და სახლი გადაერჩინა

პატარა გოგონასა და უზარმაზარი ძაღლის საოცარი მეგობრობის ისტორია

პიტბულის ლეკვმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ბავშვები შხამიანი გველისგან გადაარჩინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?