პატარა გოგონასა და უზარმაზარი ძაღლის საოცარი მეგობრობის ისტორია
პატარა გოგონასა და უზარმაზარი ძაღლის საოცარი მეგობრობის ისტორია
პატარა გოგონა აივი და ბორდოული დოგის ჯიშის ძაღლი, სახელად იოგი, ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, როცა ერთმანეთი გაიცნეს. წლები გადიოდა და ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად იოგი უზარმაზარია, 4 წლის გოგონა 88 კილოგრამი ძაღლის გარეშე ერთი წუთითაც ვერ ძლებს.

ქალაქ მელფორტში (აშშ) მცხოვრებმა მარტინების ოჯახმა 10 კვირის ლეკვი ოთხი წლის წინ აიყვანა. მშობლებმა იოგი თავიანთ შვილს აივის ხუთი თვის ასაკში გააცნეს.

Zooclub

გოგონას დედის თქმით, ბავშვსა და ოთხფეხა არსებას შორის კავშირი პირველი დღიდან იგრძნობოდა: "ორივე პატარები იყვნენ და მთელ დღეს
ერთად ატარებდნენ, სანამ უფროსი ბავშვები სკოლაში იყვნენ. იოგი შეიძლება ფიქრობს, რომ აივი მისი დაა. ცხოველს
პატარაობიდან მხოლოდ აივის გვერდით ეძინა. ზოგჯერ აივი იოგის გვერდზე მოკალათდება და იატაკზე იძინებს", - ამბობს ბავშვის დედა ჰლოი.

Zooclub

მამაცი ძაღლი ყოველთვის იცავს პატარა პატრონს: როდესაც სახლში უცხო ადამიანი მოდის, იოგი მაშინვე მირბის გოგონასთან, რათა უცნობისგან დაიცვას.

Zooclub

მიუხედავად ძაღლის უზარმაზარი ზომებისა და საშიში შესახედაობისა, იოგი ნაზი გიგანტია. აივის გარდა ოჯახში კიდევ სამი ბავშვი ცხოვრობს: 8 წლის ლოლა, 7 წლის ჯარლოუ და 2 წლის ინდი - მშობლების თქმით, ისინი ბავშვების უსაფრთხოებაზე არ ნერვიულობენ, თუ იოგი მათ გვერდითაა. "შესაძლოა, მას საშიში შესახედაობა აქვს, მაგრამ ის საოცრად მოსიყვარულე, მზრუნველი არსებაა", - აღნიშნავს ძაღლის პატრონი.

Zooclub

ადამიანების დამოკიდებულება ასეთი გარეგნობის ძაღლის მიმართ თვალსაჩინოა: "სეირნობისას გამვლელები გვერიდებიან". ასევე, ბავშვები ძაღლისგან მოშორებით მიჰყავთ, მაგრამ მარტინების ოჯახი თავის ოთხფეხა ბინადარს სრულად ენდობა.

Zooclub

"იოგი ბევრს პიტბული ჰგონია. ისინი გვეჩხუბებიან, რომ  მას ალიკაპი გავუკეთოთ, მაგრამ ძაღლს საოცრად მშვიდი ხასიათი აქვს. რაც შეეხება ძაღლის გაზრდას, ეს უმეტესწილად დამოკიდებულია პატრონზე. თუ ცხოველს სწორედ აღზრდით, ის გარშემომყოფებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს."

Zooclub

იოგის ყველაზე მეტად თავის პატარა მეგობართან თამაში უყვარს. ძაღლი გოგონას ყველა კაპრიზს უსრულებს. იოგი გამოირჩევა რკინის ნერვებით, რადგან ბავშვების პრეტენზიებს მშვიდად იტანს - მაგალითად მშვიდადაა, თუ მას ბრჭყალებზე ლაქს უსვამენ, აცმევენ სხვადასხვა ფორმას და მასთან ერთად ექიმობანას თამაშობენ.

Zooclub

"ჩვენს ბინადარს ბავშვები ძალიან უყვარს. თუ რომელიმე ცუდ ხასიათზეა, ძაღლი მას გვერდიდან არ შორდება, მაგრამ  იოგის აივი ყველაზე მეტად უყვარს - მათ შორის განსაკუთრებული კავშირია."

ასევე იხილეთ:

"დას ვთხოვდი ჩემი ახალშობილი შვილისთვის ლეკვი არ ეყიდა, მაგრამ მან არ დამიჯერა..."

რატომ უნდა ჰყავდეს ყველა ბავშვს ძაღლი?

"მეგობრები სამუდამოდ!"- ბავშვები თავიანთ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად
მაკა
არ ვარ მომხრე, ამხელა ძაღლის და პატარა ბავშვის ასეთი სიახლოვის. გაუმართლებელია ჰიგიენურადაც და უსაფრთხოების გამოც. ვიდეოები მაინც არ გინახავთ, ხანდახან პატრონებსაც რომ ერჩიან?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?