პატრონის გადარჩენისთვის კატა წლის გმირად დაასახელეს
პატრონის გადარჩენისთვის კატა წლის გმირად დაასახელეს
კატამ პატრონი ხანძრისგან იხსნა, ამის გამო შვედეთში კატა ნალლე ცხოველებს შორის წლის გმირად დაასახელეს.

The Local Sweden-ის ცნობით, შინაურ ცხოველს ეს არაოფიციალური წოდება SVT-ს ეროვნულ არხზე ღამის შოუში მიენიჭა.

ნალლემ თავისი 23 წლის პატრონი, ანნი ნარვეფოში (ქალაქ კარლსკრუნიდან) იმ მომენტში გააღვიძა, როდესაც მის დასატენად შეერთებულ მობილურ ტელეფონს ბოლი აუვიდა. გოგონამ აღნიშნა, რომ გამოღვიძებულმა დამწვრის სუნი იგრძნო და მაშინვე ცეცხლის ჩასაქრობად გაიქცა.

Zooclub

მომხ
დარის შემდეგ კატამ შვედეთის სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდი სიყვარული დაიმსახურა და ის ნარვეფოშთან ერთად ტელევიზიაში მიიწვიეს. SVT-ს არხზე ნალლეს სიგელი და საჩუქრები (კერძოდ, ულამაზესი ყელსაბამი, სათამაშოები და საჭმელი) გადასცეს.

ნალლეს მფლობელმა აღნიშნა, რომ ის ძალიან
მადლიერია თავისი მოსიყვარულე ფისოსი. მომხდარის შემდეგ ანნი მობილურის ღამით დატენვას ერიდება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?