პიტბულმა მეზობლები ყეფით შეაწუხა, რათა პატრონები და სახლი გადაერჩინა
პიტბულმა მეზობლები ყეფით შეაწუხა, რათა პატრონები და სახლი გადაერჩინა
ამერიკის შტატ ნიუ-იორკის ერთ-ერთ უბანში მეზობლები პოლიციას დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ქუჩაში დიდი პიტბული დარბოდა, ყეფდა და უჩვეულოდ იქცეოდა. რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ, თუმცა, როდესაც ძაღლის დაჭერა დააპირეს, ცხოველი თითქოს მათ რაღაცას ანიშნებდა.

პიტბულტერიერი, სახელად სედი, 11 წელია, პატრონთან და მის ოთხი წლის ქალიშვილთან ერთად კერძო სახლში ცხოვრობს. პატრონის თქმით, ძაღლი სახლიდან არასოდეს გაქცეულა, თუმცა, იმ დღეს, როდესაც სერენა სამსახურში იმყოფებოდა, სედიმ შეძლო კარის გაღება, დააზიანა ღობე და ქუჩაში გაიქცა. ძაღლი დარბოდა და ყურადღების მისაქცევად შეუჩერებლად ყეფდა. 

Zooclub

სამართალდამცველების მცდელობის
მიუხედავად, ძაღლი ვერ დაიჭირეს. საბოლოოდ ცხოველმა ისინი თავის სახლთან მიიყვანა. როდესაც პოლიციელებმა შეამჩნიეს, რომ ეზოს ჭიშკარი
დაზიანებული იყო, ისინი სახლში შევიდნენ, რის შემდეგაც აირის ძლიერი სუნი იგრძნეს. მათ დაუყოვნებლივ სახანძრო სამსახური გამოიძახეს.  შემოწმებისას აღმოაჩნდა, რომ სარდაფში აირმა გაჟონა.

"ძაღლს რომ არ ემოქმედა, შესაძლოა, სახლი აფეთქებულიყო", - აღნიშნავდნენ სამართალდამცველები.

პატრონი დარწმუნებულია, რომ ერთგულმა ოთხფეხა მეგობარმა გადაარჩინა სახლი და ოჯახის წევრები, ხოლო პოლიციელებმა სედის გმირი უწოდეს.

Zooclub

სედის გმირობის შესახებ ადგილობრივმა ტელევიზიებმა გააშუქეს.

ასევე იხილეთ:

ლეკვმა გადაგდებული ახალშობილი იპოვა, მეზობლები ხანძრისგან იხსნა... პატარა, მაგრამ ნამდვილი გმირი

ხანძრის დროს მეცხვარე ძაღლმა თავისი ჯოგი გადაარჩინა იმ დროს, როცა პატრონმა მათი შველა ვერ შეძლო

ეს კნუტი ერთადერთია, რაც 83 წლის მოხუცს დარჩა. მისი სახლი სრულიად დაიწვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?