პიტბულის ლეკვმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ბავშვები შხამიანი გველისგან გადაარჩინა
პიტბულის ლეკვმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ბავშვები შხამიანი გველისგან გადაარჩინა
რვა თვის პიტბულმა, სახელად ზევსმა, თავისი პატარა პატრონები შხამიანი გველისგან დაიცვა - სამწუხაროდ, საკუთარი სიცოცხლის ფასად. ინციდენტი ფლორიდის შტატში მოხდა. ამის შესახებ გამოცემა Fax35-ი წერს.

ბავშვები ძაღლის ჯამს რეცხავდნენ და ვერ დაინახეს, თუ როგორ მიუახლოვდა მათ გველი. საშიშროებაზე ლეკვმა სწრაფი რეაგირება მოახდინა და ქვეწარმავალს თავს დაესხა. სანამ პიტბული გველს მოკლავდა, ამ უკანასკნელმა, მას ოთხჯერ უკბინა.

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი სასწრაფოდ წაიყვანეს ვეტერინართან, სპეციალისტებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

რვა თვის პიტბულის ოჯახი ძალიან განიცდის ოთხფეხა მეგობრის დაკარგვას და სჯერათ, რომ მათი ბინადრის
საქციელი სრულიად უარყოფს აზრს პიტბულებზე - თითქოს ისინი კაციჭამია ძაღლები არიან.

"პიტბული ყველაზე ერთგული ჯიშია.
არაერთი შინაური ცხოველი მყოლია, თუმცა, ასეთი ერთგულებით მგონი, რომ მხოლოდ პიტბულები გამოირჩევიან", - ამბობს  ძაღლის პატრონი გერი რიჩარდსონი.

რიჩარდსონის ცოლმა აღნიშნა, რომ აგრესიული ძაღლი ცუდი აღზრდის შედეგია. მისი თქმით, ის ზევსის წინაშე ვალშია, რადგან ბავშვები სიკვდილს გადაარჩინა და ამისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირა.

ასევე იხილეთ:

პიტბული მძინარე პატრონის გაღვიძებას ცდილობდა და შეუჩერებლად ყეფდა

ძაღლები პატრონს გველისგან იცავდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ქვეწარმავალი მას თავში ესროლეს

კობრას წიწილი სახლში შესვლას ცდილობს, მამაცი კატა ოჯახის წევრებს ქვეწარმავლისგან იცავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?