საქმე იმაშია, რომ ეს უნიკალური ქმნილება ეძებს სახლს. თუ ზოგ თეთრ და ყველაზე ფუმფულა ძაღლებს უჭირთ ოჯახის პოვნა, რემის არავინ უძებნია.

რემის ფოტო "facebook"-ით 29 000-მა მომხმარებელმა გაიზიარა. მისი პატრონობის უფლების მოპოვებაში მსოფლიო მასშტაბით 1000-მდე ადამიანი ეჯიბრება ერთმანეთს.
ცენტრი, სადაც ახლა რემია გადაყვანილი, გაოცებულია ადამიანების ასეთი რეაქციის გამო, თუმცა, იქაურ თანამშრომლებს ასეთი ინტერესი ძალიან ახარებთ. ისინი ასევე ყველა გულისხმიერ ადამიანს მიმართავენ: “გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ჩვენს თავშესაფარში კიდევ მრავალი ცხოველია და ისინი მოსიყვარულე პატრონებს ეძებენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი მათგანი რემიზე არანაკლებ უნიკალურია. გულწრფელად გაგვახარებს თქვენი ხილვა ჩვენს თავშესაფარში!”
აი, ასე შეიძლება დაახასიათოს რემიმ საკუთარი თავი ფეისბუქის გვერდზე: “ძლიერი და ენერგიული ვარ. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს საბელით სეირნობა. მე ვარ ტკბილი ბიჭი, რომელსაც უხარია სირბილი და თამაში. რა დასამალია და არც დიდად დამჯერი ვარ, ამიტომ მოგიწევთ ჩემთვის დროის დათმობა, თუ კი ისურვებთ, რამე მასწავლოთ. ძნელად გამოვნახავ საერთოს პატარა ბავშვებთან, მაგრამ ყველაფერი, რაც მჭირდება, ეს ცოტა სიყვარული და სითბოა”.
ამ უცნაურ ძაღლზე საზღვარგარეთის მედიასაშუალებებიც საუბრობენ. მათ რემიზე ეს საოცარი რეპორტაჟი გადაიღს.

პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა ეს ძაღლი. რა კარგია, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რობლებიც მზად არიან რემის თავიანთი სახლი შესთავაზონ.
თუ გსურთ შინაური ცხოველის აყვანა, მიბრძანდით ცხოველთა უახლოეს თავშესაფარში. ამით თქვენ შეიძლება, ცხოვრებაში დიდი ვერაფერი შეცვალოთ, მაგრამ აუცილებლად შეცვლით აყვანილი ცხოველის მთელ სამყაროს!
იხილეთ ვიდეო