კობრას წიწილი სახლში შესვლას ცდილობს, მამაცი კატა ოჯახის წევრებს ქვეწარმავლისგან იცავს (ემოციური ვიდეო)
ინციდენტი ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში, არუნ ჩანდრუს სახლში მოხდა: პატარა კობრა აივანზე შეიპარა და სახლში შესვლას ცდილობდა, თუმცა, კატამ წინააღმდეგობა გაუწია და უშიშრად იცავდა თავისი პატრონების საცხოვრებელს. შინაური ცხოველისა და შხამიანი გველის "ბრძოლა" სათვალთვალო კამერამ გადაიღო.

როდესაც სახლის პატრონმა უჩვეულო სურათი დაინახა თავისი ოთახიდან გამოიქცა, მაგრამ კატამ ქვეწარმავალს კბილები ჩაავლო და ეზოდან გაიქცა. მამაკაცმა თავის შინაურ ცხოველს ნადავლი წაართვა, ხოლო შემდეგ კობრა დასახლებული ადგილიდან მოშორებით გაუშვა.

"ჩემს სახლში ბევრი ბავშვი ცხოვრობს, კობრას შეეძლო რომელიმე მათგანისთვის ეკბინა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი კატა სასაცილო
და ჭკვიანი იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის მამაციც ყოფილა. მას გაუმართლა, რომ წინააღმდეგობის გაწევისას კობრამ
სასიკვდილო ნაკბენები არ მიაყენა", - ამბობს კატის პატრონი არუნ ჩანდრუ.

ასევე იხილეთ: 

დედა მაჩვმა თავისი ნაშიერი ჯიქს პირიდან გამოგლიჯა

ქათამი თავის კვერცხებს ვირთხისგან იცავს

სამხედრომ მეგობრებს აჩვენა, თუ როგორ უნდა დაიჭირო კობრა უსაფრთხოდ და მშვიდად
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?