ახლა ყველაზე საშიშ გველებს შევეხებით.
მაშ ასე, გაიცანით ყველაზე შხამიანი გველები დედამიწაზე.
1. აღმოსავლური ყავისფერი გველი.
შხამის ტოქსიკურობის მიხედვით, ეს სახეობა ყველაზე შხამიან გველებში მეორე ადგილს იკავებს.
![მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ტოპ-ათეული. მათ დანახვაზე ჯობს, გაიქცეთ! Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/agmosavluri-yavisferi.jpg)
2. შავი მამბა
ბინადრობს აფრიკაში. სახელი კანისა და ხახას მუქი შეფერილობის გამო მიიღო. მისი სიგრძე 3 მეტრს აჭარბებს და ჩვეულებრივ, მოულოდნელად ესხმიან თავს.
![მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ტოპ-ათეული. მათ დანახვაზე ჯობს, გაიქცეთ! Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/shavi-mamba.jpg)
3. ღრმულთავიანი
მას თავის ქალაზე აქვს პატარა ღრმული, რომელიც სხვა გველებისგან განასხვავებს. როგორც კი საშიშროებას იგრძნობს, გველგესლა კუდს აამოძრავებს. ის ძალიან სწრაფად მოძრაობს და მისი თავდასხმისგან თავის დაღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია.
![მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ტოპ-ათეული. მათ დანახვაზე ჯობს, გაიქცეთ! Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/grmultaviani-gvelgesla.jpg)
4. ჩვეულებრივი გველგესლა
ეს გველები გვხვდება როგორც ევროპაში, ისე აზიაში. დიდი გველების სიგრძე დაახლოებით 60 სანტიმეტრს აღწევს. გველგესლას შხამი არ არის მომაკვდინებელი, მაგრამ საკმაოდ ტოქსიკურია.
![მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ტოპ-ათეული. მათ დანახვაზე ჯობს, გაიქცეთ! Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/gvelgesla.jpg)
5. ეფა
პატარა და ყოჩაღი! ამ გველის სიგრძე 90 სანტიმეტრს აღწევს. მისი ნაკბენი ძალიან მტკივნეულია.
![მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ტოპ-ათეული. მათ დანახვაზე ჯობს, გაიქცეთ! Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/efa.jpg)
6. სამეფო კობრა
უმსხვილესი შხამიანი გველი მსოფლიოში. მხოლოდ შხამის წვეთი და ადამიანი დაიღუპება! ძნელია დაჯერება, რომ სამეფო კობრას შხამის ერთჯერადი დოზა 20 ადამიანს ან ერთ სპილოს მოკლავს.
![მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ტოპ-ათეული. მათ დანახვაზე ჯობს, გაიქცეთ! Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/samefo-kobra.jpg)
7. პამა, იგივე ლენტისებრი კრაიტი
ბინადრობს ინდოეთსა და სამხრეთ ჩინეთში. ისინი ღამის ცხოვრებით, წყალში ცხოვრობენ. მათ მორცხვ გველებსაც ეძახიან, რადგან ისინი მორიდებულად მალავენ თავს კუდის უკან.
![მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ტოპ-ათეული. მათ დანახვაზე ჯობს, გაიქცეთ! Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/pama-lentisebri-kraiti.jpg)
8. ფილიპინური კობრა
ამ რეპტილიას შხამის 3 მეტრის სიგრძეზე გადმოფურთხება შეუძლია, ხოლო ერთი ნაკბენის შხამს ერთდროულად რამდენიმე ადამიანის მოკვლა შეუძლია.
![მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ტოპ-ათეული. მათ დანახვაზე ჯობს, გაიქცეთ! Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/filipinuri-kobra.jpg)
9. ვეფხისებრი გველი
ეს სახელი გველმა ტყუილად არ მიიღო! მის შხამს ადამიანის პარალიზება შეუძლია.
![მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ტოპ-ათეული. მათ დანახვაზე ჯობს, გაიქცეთ! Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/vefxisebri-gveli.jpg)
10. ტაიპანი, სასტიკი გველი
ეს საოცრება ავსტრალიაში ბინადრობს. იგი ძალიან შხამიანია. ამ გველის შხამის ერთ დოზას 100 ადამიანის მოკვლა შეუძლია.
![მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ტოპ-ათეული. მათ დანახვაზე ჯობს, გაიქცეთ! Zooclub](/images/stories/0-1-ianvari-17/sastiki-gveli.jpg)
მართლაც, სჯობს, მოერიდოთ ამ ქვეწარმავლებს - ასე ყველასთვის უკეთესი იქნება.