სიახლეები : გველები
კობრასა და პითონის სასიკვდილო ”ფრე”
გველები ერთმანეთს თავს ხშირად ესხმიან. კობრა და პითონი თავდასხმისას სხვადასხვა ტაქტიკას მიმართავენ,
ნაგაპანჩამი - დღესასწაული, როდესაც გველებს ყველა ეფერება და პატივს მიაგებს (+ფოტო)
ივლისის ბოლოს ინდოეთსა და ნეპალში ნაგამანჩამის დღესასწაულს აღნიშნავენ. შრავანის წმინდა თვის მეხუთე დღეს ინდუსები თაყვანს სცემენ გველებს, რომლებსაც ხორცშესხმულ არსებებად თვლიან. ნაგი გველის მსგავსი მითიური არსებაა ადამიანის ტორსითა და თავით. თვის დასაწყისთან ერთად მუსონების სეზონში დგება შრავანი და გველები თავის დატბორილ სოროებს იძულებით ტოვებენ. ზევით მათ ხელგაშლილი ადამიანები ხვდებიან.

ნაგაპანჩამის დღეს არავინ მუშაობს. გველები გამოყავთ ტყიდან და პირდაპირ ქუჩებსა და ეზოებში უშვებენ. ადამიანები თვლიან, რომ დავალებულები არიან გველებისგან, რადგან ისინი ემტერებიან მღრღნელებს, რომლებიც მათ მოსავალს ანადგურებენ. ამიტომ გველებს ყველგან გულითადად ესალმებიან, აყრიან ყვავილის მტვერს, უმასპინძლდებიან რძით, გამდნარი კარაქით, თაფლითა და ბრინჯით. გველის სოროებთან დებენ ოლეანდრის, ჟასმინისა და წითელი ლოტოსის ყვავილებს.

გზად გველთან შეხვედრა დიდ წარმატებად ითვლება, განსაკუთრებით გასათხოვარ გოგოებს შორის - ეს უდაო ნიშანია, რომ მალე საკუთარ ბედნიერებას იპოვიან.

განსაკუთრებულად ბრწყინვალე ცერემონიას ადამიანები ყველაზე საშიშ გველს - კობრას უმართავენ. მასლამაზი ლეგენდა უკავშირდება. ერთხელ ერთ ბრაჰმანს ნაგაპანჩამის დღეს დაავიწყდა წეს-ჩვეულება და თავისი მინდვრისკენ გაეშურა. მუშაობისას მან უნებურად კობრის ძლოკვი მოკლა. დედა გველმა სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა. ის ღამით ბრაჰმანის სახლში შეიპარა და ყველა მძინარე სულიერი დახოცა. მერე გაახსენდა, რომ ბრაჰმანის ერთ-ერთი ქალიშვილი მეზობელ სოფელში გათხოვდა და იქ ცხოვრობდა.
კობრა იქით გაეშურა, მაგრამ ადგილზე მისულმა დაინახა, რომ ახალგაზრდა ქალს ნაგაპანჩამის დღესასწაულისთვის ყველაფერი მოემზადებინა და გველებისთვის საკვები კართან დაედგა.

კობრა ძალიან მოიხიბლა მორწმუნე გოგონას ყურადღებით და მისი განრისხება წყალობით შეიცვალა. დიასახლისმა, რომელმაც დაინახა, რომ გველის კეთილგანწყობა მოიპოვა, მამისა და დანარჩენი ნათესავების მკვდრეთით აღდგენა სთხოვა. კობრამ მისი თხოვნა აღასრულა. ამიტომ ინდოეთის მრავალ შტატში დედა კობრის ქვის გამოსახულებას ეთაყვანებიან, განსაკუთრებით მას უშვილო ოჯახები შესთხოვენ წყალობას და დიდი ხნის ნატვრის ახდენას.

ნაგაპანჩამი გვიან ღამემდე გრძელდება. გველების შემლოცველები ამ დღეს დიდი პატივისცემით სარგებლობენ და ისინი ყველასთან თავისი ხელოვნების დემონსტრირებას ახდენენ. ისინი ხელში იყვანენ შხამიან გველებს, იხვევენ მათ კისერზე. ზოგი შედარებით გამბედავი მაყურებელი მათ მიბაძვას ცდილობს.

შემთხვევა, როდესაც გველი ვიღაცას კბენს, ძალიან იშვიათია. შეიძლება ისინი ხვდებიან, რომ ეს დღესასწაული მათ ეძღვნებათ და არ უნდათ, ვინმეს გული ატკინონ.
რითი იკბინებიან გველები?
გველის გაორებული ავისმომასწავებელი ენა, რომელიც ბევრს სასიკვდილო ნესტარი გონია, აღქმის ერთი ჩვეულებრივი, უწყინარი ორგანოა.

მსოფლიოში ყველაზე საშიში გველების ტოპ-ათეული. მათ დანახვაზე ჯობს, გაიქცეთ!
გველებზე ცუდად საუბრობენ... შესაძლოა, ეს ედემის ბაღის გველის გამოა. არსებობს სხვადასხვა სახეობის გველი...
როგორ იბადებიან შხამიანი გველები (+ვიდეო)
ავსტრალიურმა ფირმამ, რომელიც გველების დაჭერითაა დაკავებული, თავის საშენში თავისებური სამშობიარო განყოფილება მოაწყო.
ბუნების საოცრება - ორთავიანი გველები
ბუნებაში გვხვდება ორთავიანი გველები. ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი - უკეთესი.
კაცი, რომელსაც სახლში ნიანგი და გველები ჰყავს (+ვიდეო)
შოთა ზანდუკელი პროფესიით ეკონომისტია, ამჟამად თბილისის მერიის ცხოველთა დაცვის სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტში ქვეწარმავლების სპეციალისტად მუშა­ობს.
ლიკვიდირებული ლომებისა და ვეფხვების გვამები თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრია
ლიკვიდირებული ლომებისა და ვეფხვების გვამები თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე
ამ გველების ნახვის შემდეგ, მათდამი შიშის ნასახიც არ დაგრჩებათ... (+ფოტო)
ჩვეულებრივ, გველების დანახვისას რეაქცია ხმაური, ყვირილი და პანიკაა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
ძაღლები
30.03.2020
ქალაქ შაოანგში (ჩინეთი) მცხოვრებმა ოქროსფერმა რეტრივერმა სახელად იაო ერიმ, ბოლო თვეების განმავლობაში, სეირნობის
29.03.2020
ძაღლების პატრონმა ვიდეოზე გადაიღო სასაცილო ლეკვი, რომელმაც უზარმაზარ ძაღლს
28.03.2020
ბელგრადში თვითმხილველმა ვიდეოზე გადაიღო აივანზე მყოფი სერბი მოხუცი, რომელიც
27.03.2020
ამ კრიზისულ პერიოდში, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება და ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ
ყველა სიახლე
კატები
23.03.2020
სფინქსის ჯიშის კნუტი უიშვიათესი დაავადებით - ჰიდროცეფალიით (თავის ქალაში მომატებული
15.03.2020
ტაილანდში მცხოვრები კატა ბედნიერია, როდესაც პატრონის ყურადღების
05.03.2020
2 წლის კატა, სახელად მონიკი, ლონდონის ცხოველთა თავშესაფარში 115-ე დღეა,
26.02.2020
სტამბულში გამართულ სიმფონიური ორკესტრის კონცერტს კატა პირდაპირ სცენაზე
ყველა სიახლე
ZOO
25.03.2020
"ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციისა და სააგენტოს
21.03.2020
28 თე­ბერ­ვალს ჰონგ-კონ­გში ადა­მი­ა­ნის­გან ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის კო­რო­ნა­ვირუ­სით დაინფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტი
20.03.2020
თამაზ ელიზბარაშვილის მიმართვა კარფურს, ნიკორას, სპარს, გუდვილს, ფრესკოს, ორი ნაბიჯს, ევროპროდუქტს
20.03.2020
კორონავირუსის პანდემია - მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, ქალაქები და ქვეყნები
ყველა სიახლე
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?