error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/b344d18bccbd5600fb7ed083c97d884e.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
როგორ ესხმის თავს მორიელი მოწინააღმდეგეს (+ვიდეო)
როგორ ესხმის თავს მორიელი მოწინააღმდეგეს (+ვიდეო)
მორიელის 7 ყველაზე შხამიანი სახეობა მოწინააღმდეგეს თავს სხვადასხვაგვარად ესხმის. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ პორტუგალიელი ბიოლოგები, რომლებმაც ფეხსახსრიანები ფირზე აღბეჭდეს.

დედამიწაზე დაახლოებით 2 500 სახეობის მორიელი არსებობს და ისინი შესამჩნევად განირჩევიან ერთმანეთისგან ზომითა და კუდის ფორმით. პორტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს მორიელის ანატომიისა და თავდასხმის ტექნიკას შორის კავშირი. ექსპერიმენტისთვის 7 სახეობიდან 23 მორიელი შეირჩა, მათ შორის ისრაელის უდაბნოს მორიელი (Leiurus quinquestriatus), რომელიც პლანეტაზე ყველაზე შხამიან მორიელად ითვლება.

Zooclub

ფეხსახსრიანები განათავსეს პატარა მოედანზე, რომელსაც გარს სარკეები ერტყა. მავრთულის ნაწილის მეშვეობით მეცნიერები აბრაზებდნენ ცხოველებს, რომ ისინი თავდასხმაზე გადასულიყვნენ. გადაღება
განხორციელდა კამერით, რომელიც წამში 500 კადრს იღებს. ვიდეოჩანაწერის ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა სახეობისთვის კუდის წვერის
მოძრაობითვის დამახასიათებელია სხვადასხვა ტრაექტორია. ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა Leiurus quinquestriatus-ი. დარტყმისას მისიკუდის წვერი, სადაც შხამიანი ნესტარია მოთავსებული, 130 სმ/წმ სიჩქარით მოძრაობს. მოძრაობის მიმართულებაა ზემოდან ქვემოთ. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს მეტად შთამბეჭდავი შედეგია არსებისთვის, რომლის სიგრძეც 10 სანტიმეტრამდეა.

Zooclub

იგივე პრინციპით, ოღონდ ოდნავ ნელა, თავს ესხმის 20 სანტიმეტრის საიმპერატორო მორიელი (Pandinus imperator). ამავე დროს ტრანსვაალის სქელკუდიანი მორიელისთვის (Parabuthus transvaalicus) და Hottentotta-ის გვარის ფეხსახსრიანებისთვის დამახასიათებელია წრიული დარტყმა: მათი კუდი ჰაერში ასო O-ს ხაზავს.

Zooclub

მკვლევარებმა ანატომიასა და ტექნიკას შორის ერთი კავშირი იპოვეს: რაც უფრო მსხვილია მორიელის კუდი, მით უფრო სწრაფია თავდასხმის სიჩქარე. ჯერ ამოუხსნელია მოძრაობის მიმართულების ფაქტორი; ის შეიძლება დაკავშირებული იყოს მრავალ ფაქტორთან, მაგალითად მორიელის სხეულის მდგომარეობასა და საყრდენ წერტილებთან. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ ეს სახეობები სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ.
ექსპერიმენტის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ "Functional Ecology"-ში, თუმცა, კვლევა გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?