პიტბული მძინარე პატრონის გაღვიძებას ცდილობდა და შეუჩერებლად ყეფდა...
პიტბულის ჯიშის ძაღლები ადამიანების უმეტესობისთვის შიშის მომგვრელია. წლების განმავლობაში პიტბულმა უარყოფითი რეპუტაცია შეიძინა, რასაც ამ ჯიშის მფლობელები არ ეთანხმებიან.

და მართლაც, ვისაც ამ ჯიშის ძაღლი ჰყავს, იცის, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე კეთილი, მოსიყვარულე და ერთგული შინაური ცხოველია.

ამ სტატიაში მოთხრობილია დენიელსების ოჯახის ისტორია, რომლებსაც ორი პიტბული ჰყავთ. როდესაც მათ თავშესაფრიდან მეორე პიტბული - ემბერი აიყვანეს, ვერც კი წარმოედგინათ, თუ რამხელა როლს შეასრულებდა ძაღლი მათ ცხოვრებაში.

თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლი მალევე შეეჩვია ოჯახის ყველა წევრს, თუმცა, პატარა ბიჭი ტრეის მიმართ განსაკუთრებულად თბილი
დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. პიტბული და ბავშვი დიდ დროს ერთად ატარებდნენ. ბიჭის დედა გახარებული იყო, რადგან ძაღლი
ახალ გარემოს მალე შეეჩვია, თუმცა, ერთ დღეს, ტრეისი პიტბულის უცნაურმა ქცევამ გააღვიძა.  

უჩვეულო ქცევა

ემბერი არ შორდებოდა ტრეისის საწოლს და ყეფას აგრძელებდა, სანამ ქალმა არ გადაწყვიტა გაეგო, თუ რა ხდებოდა. ის საწოლიდან ადგა და გაჰყვა ძაღლს, რომელმაც პატრონი სააბაზანო ოთახში შეიყვანა. როდესაც მან კარი გააღო, ნანახმა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო - მისი შვილს ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა, რის შედეგადაც აბაზანაში დავარდა.

დედამ შვილი სააბაზანოდან გამოიყვანა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ტრეის შეტევა ჰქონდა და რომ არა ემბერი, შესაძლოა, ყველაფერი საშინლად დასრულებულიყო. ოჯახი მადლობელია პიტბულისა, რომელმაც ბავშვი გადაარჩინა.

რეპუტაცია

ათასობით ადამიანმა ინციდენტის შესახებ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით შეიტყო. ძაღლთა თავშესაფარი Adore-A-Bull-ი, საიდანაც დენიელსების ოჯახმა ემბერი აიყვანა, იმედოვნებს, რომ ძაღლის გმირული საქციელი დადებითად აისახება პიტბულის ჯიშის რეპუტაციაზე.

ემბერის ერთგულებამ, მზრუნველობამ და ყურადღებამ ტრეის სიცოცხლე გადაარჩინა. ადამიანებმა, რომლებსაც საშიშ მონსტრად წარმოუდგენიათ პიტბული, აუცილებლად უნდა შეიტყონ ეს ისტორია.

ასევე იხილეთ:

მამაცმა პიტბულებმა ბავშვები შხამიანი გველის თავდასხმისგან გადაარჩინეს

პიტბული 3 წლის ბავშვს უყეფდა და აგრესიულად იქცეოდა...

ბავშვი მძინარე პიტბულს მიუახლოვდა და ცხვირზე აკოცა, ძაღლის რეაქცია საოცარია...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?