12 წლის ბიჭმა მიაგნო საშუალებას, რითაც უპატრონო შინაურ ცხოველებს დაეხმარება
12 წლის ბიჭმა მიაგნო საშუალებას, რითაც უპატრონო შინაურ ცხოველებს დაეხმარება
ნიუ-ჯერსიში მცხოვრებმა 12 წლის დარიუს ბრაუნმა დააფუძნა ცხოველების აქსესუარების კომპანია, ხოლო ერთი წლის შემდეგ უპატრონო კატებისა და ძაღლების დახმარების საშუალებას მიაგნო. დღემდე ის უამრავ ცხოველს დაეხმარა მზრუნველი პატრონის პოვნაში და მეტიც, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისგან მადლობის წერილიც მიიღო.

როდესაც დარიუსი 2 წლის იყო, ექიმებმა მშობლებს აცნობეს, რომ ბავშვს გონებრივი ჩამორჩენა ჰქონდა, თუმცა, ზრდასთან ერთად ბიჭმა უიმედო დიაგნოზი დაძლია. 8 წლის ასაკში ის თავის დას ჰალსტუხების კერვაში ეხმარებოდა: ეს ძალიან მოსწონდა დარიუსს და ამასთანავე, კერვა მას მოტორიკის განვითარებაში ეხმარებოდა. რამდენიმე ხანში, ბიჭს იმდენად
კარგად შეეძლო ეს საქმე, რომ პროფესიონალ მკერავს შეშურდებოდა.

Zooclub

11 წლის ასაკში დარიუსმა დააფუძნა საკუთარი კომპანია
"Beaux & Paws"-ი, სადაც იკერებოდა, როგორც ცხოველისათვის, ისე პატრონისათვის განკუთვნილი ერთნაირი ბაფთები და ჰალსტუხები, ხოლო ერთი წლის შემდეგ საკუთარი საქველმოქმედო ფონდი შექმნა. ეს ფონდი თავშესაფრის ცხოველებს პატრონის პოვნაში დაეხმარებოდა. ამისათვის ბიჭი თავშესაფრებს ასობით ბაფთას ჩუქნიდა, რათა შინაური ცხოველები ფოტოებზე და პოტენციურ პატრონებთან შეხვედრისას ეფექტურად წარმოჩენილიყვნენ. ამგვარად, თავშესაფრის ბინადრების გაჩუქება გაცილებით მარტივდებოდა.

Zooclub

ქველმოქმედებასა და ცხოველების გაჩუქების შესახებ დარიუსი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე წერს, სადაც 43 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

11 წლის ბავშვმა ცხოველების დახმარება დამანგრეველი ქარიშხლების "ჰარვისა" და "ირმას" შედეგ გადაწყვიტა, რომლებიც 2017 წელს აშშ-ში მოხდა. ბუნებრივი კატასტროფის შედეგად, ათასობით ცხოველი თავშესაფარში აღმოჩნდა - ზოგიერთი მათგანი პატრონმა მიატოვა, ხოლო ზოგი უბრალოდ დაიკარგა.

Zooclub

ძაღლებს ან კატებს, რომლებმაც პატრონი ვერ იპოვეს, ევთანაზია ემუქრებოდათ. ამიტომ დარისუმა, რომელსაც ძალიან უყვარს ცხოველები, თავშესაფრებში ბაფთების გაგზავნა დაიწყო. ლამაზად გამოწყობილ უპატრონო ძაღლებს და კატებს გაჩუქების გაცილებით დიდი შანსი ჰქონდათ.

Zooclub

პროექტი წარმატებული გამოვიდა: ბიჭმა შეძლო ათასობით ცხოველის მზრუნველ ოჯახში დაბინავება. დარიუსის ისტორიას ამერიკული პრესა ხშირად აშუქებდა, რის შედეგადაც ის ნამდვილი გმირი გახდა.

2018 წელს ექს-პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დარიუსს მადლობის წერილიც გაუგზავნა.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

სენაკელი ბიჭები, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს უანგაროდ ეხმარებიან

ექვსი წლის ბავშვმა სიკვდილისგან 1000-ზე მეტი ძაღლი იხსნა

მეხუთე კლასელი ბიჭი ქუჩაში ლიმონათს ყიდდა, რათა ძაღლის სამკურნალო ფული შეეგროვებინა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?