ექვსი წლის ბავშვმა სიკვდილისგან 1000-ზე მეტი ძაღლი იხსნა
ექვსი წლის ბავშვმა სიკვდილისგან 1000-ზე მეტი ძაღლი იხსნა
ამერიკაში (ტეხასის შტატში) ექვსი წლის ბიჭმა დაძინებისგან 1000 ძაღლზე მეტი გადაარჩინა.
"CBS News"-ის ცნობით, რომან მაკონმა თავის დედასთან, ჯენიფერთან ერთად 2016 წელს ცხოველების პატრონების ძებნა დაიწყო.

“2015 წლის ივლისში ჩვენ იმ თავშესაფრიდან, სადაც ცხოველებს ხოცავენ, ლუნა ავიყვანეთ. ამის შემდეგ ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ მოხალისეთა საქმიანობაში”, - ყვება ბავშვის დედა.

მისი შვილი ეხმარებოდა მას ვიდეოების გადაღებაში, რომლითაც ისინი ძაღლებისთვის ახალი პატრონების პოვნას ცდილობდნენ. ვიდეორგოლში ბიჭი ყვებოდა, თუ რა ჯიშის იყო ძაღლი, რამდენი წლის იყო და რატომ უნდა გაეყვანათ ის თავშესაფრიდან.

მალე ოჯახს
ვაშინგტონში გადასვლა მოუწიათ და მაკკონებმა თან 31 ძაღლი წაიყვანეს. ახალ საცხოვრებელ ადგილას დედამ აღმოაჩინა, რომ
ჩრდილოეთ-დასავლეთში უსახლკარო ცხოველები ბევრად კარგად ცხოვრობენ, ვიდრე სამხრეთში. ამიტომ მან ცხოველების ტეხასიდან გაყვანას გაუკეთა ორგანიზება.

ჯენიფერმა აღნიშნა, რომ შვილის გარეშე ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა. იგი აქტიურად იყო ჩართული, როგორც ვიდეორგოლების გადაღებაში, ასევე სხვა საორგანიზაციო საკითხებში.

მაკონის ოჯახმა იმ 1050 ძაღლის გადარჩენა შეძლო, რომლებზეც პატრონებმა უარი თქვეს და რომლებსაც აუცილებლად ელოდებოდათ სიკვდილი. ისინი პოულობდნენ ლეკვებისთვის პატრონებს, ქირაობდნენ მანქანას და ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში პატრონებთან ჩაყავდათ.

მაკრონებს ამ საოცარი საქმის გაკეთებაში უამრავი უცხო ადამიანი შემოწირული თანხებით ეხმარებოდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?