რატომ უტარებენ ევთონეზიას (უმტკივნეულო მოკვდინება) ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველებს
რატომ უტარებენ ევთონეზიას (უმტკივნეულო მოკვდინება) ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველებს
საქართველოში უპატრონო ცხოველთა სიმრავლე თვალში საცემია, ქალაქის თითქმის ყველა ეზოში ნახავთ ძაღლებსა თუ კატებს . უპატრონოდ დარჩენილნი კორპუსების სადარბაზოებში ათენებენ ღამეებს და ხშირად მათზე კეთილი ადამიანები ზრუნავენ.

სწორედ ასეთი უმწეო ძაღლი იყო "მოკლე", რომელიც დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მეხუთე კორპუში მცხოვრებლებმა საკუთარ ძაღლად იგულეს და მასზე ზრუნვა დაიწყეს. თუმცა, ერთ დღესაც საბრალო არსება სამ ლეკვთან ერთად ჯერ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, შემდეგ კი დააძინეს.

Zooclub

კორპუსის აღშფოთებული მცხოვრებლები საყვარელი ცხოველის ლიკვიდაციის გამო დიდი აღშფოთება გამოხატეს:

"ულამაზესი და უჭკვიანესი ძაღლი იყო, დედა
ტაქსას ჯიშის ჰყოლია მამა კი ასე ვთქვათ უჯიშო (მეტისი), ამიტომ განსაკუთრებული გარეგნობა ჰქონდა და "მოკლე"
დავარქვით. ორი სადარბაზოს მცხოვრებლები ვუვლიდით, ყველას გაჩერებამდე გვაცილებდა და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა. 2 წელზე მეტი ცხოვრობდა ჩვენთან. აივნის ქვეშ ავუშენეთ კოხტა სახლი. ძალიან ფხიზელი იყო. რაც ის ეზოში ცხოვრობდა – ქურდობა არ მომხდარა. ლეკვები გააჩინა რამდენჯერმე და ყველა გავაჩუქეთ. ახლაც, მის სამ ლეკვს უკვე მომავალი პატრონები ელოდნენ. მაგრამ ბოროტი ადამიანებით სავსეა ეს ქვეყანა და როგორც ჩანს, ერთ-ერთმა მეზობელმა დარეკა 112 საგანგებო სამსახურში ძაღლის ტერიტორიიდან გაყვანის დაძინების მიზნით. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ დროს იქ არ აღმოვჩნდით მიკედლებული ძაღლის მომვლელები, რადგან ეს ღამის საათებში მოხდა და ძაღლი წაიყვანეს. დილით როგორც კი გავიგეთ მაშინვე მოვიძიეთ ჩვენი "მოკლე", მაგრამ უკვე დაძინებული ჰყავდათ. ახლა ამბობენ დაავადებული იყოო, არადა ისეთი ბეწვი ჰქონდა კანის დაავადებით დაავადებულს ნამდვილად არ ჰგავდა. ძალიან გვწყდება გული", – ამბობს მე-5-ე კორპუსში მცხოვრები ვახტანგ ქავთარაძე.

"ერთი პატარა, კოხტა, პრიალაბეწვიანი, საყელურიანი და ლამაზი ძაღლი ყოველდღე მხვდებოდა, როცა ჩემს ძაღლ ბასასთან ერთად დილაობით ვსეირნობდი. არასოდეს დაუყეფია ჩვენთვის. იმდენად კარგად იყო მოვლილი, მეგონა პატრონი ჰყავდა. იქვე, მაღაზიასთან, კიბეზე ჯამი იდგა მისთვის. თებერვალში მოვისაკლისე. მერე ჯამს დავაკვირდი, რომელიც აღარ ივსებოდა, ბოლოს კი სულ გადავარდა კიბიდან და მეზობლისგან გავიგე, თურმე 112-ს წაუყვანია ღამით. მეორე დილითვე მუნიციპალურში მისულ მეზობლებს ძაღლი დაძინებული დახვედრიათ. უცნაური ისაა, რომ ძაღლს სულ ეკეთა საყელური (რაც მეზობლებმაც დაადასტურეს) და საყელურიანი ძაღლები როგორც ვიცი არ მიჰყავს ამ სამსახურს. მაშ ვიღაცამ მოხსნა საყელური. იქ მიყვანისას კი დემოდეკოზის დადგენის შემდეგ დაუძინებიათ. ჩემს ძაღლსაც აქვს დემოდეკოზი. ამიტომ ძალიან კარგად ვიცი ამ ავადმყოფობის დროს მის ყველა სტადიაში რა მდგომარეობაშია ძაღლი, აქედან გამომდინარე შემიძლია ეჭვი შევიტანო ძაღლის დიაგნოზში – ის ზედმეტად წკრიალაბწვიანი და სუფთა იყო იმისთვის, რომ დემოდეკოზით ყოფილიყო ავად. გამაკვირვა ასევე ძაღლის ლიკვიდაციის ვადამ. თუ საღამოს წაიყვანეს და შუადღით მისულებს უკვე დაძინებული დახვდათ, მაშ ის იქ 24 საათიც კი არ გააჩერეს ცოცხალი. ეს კანონიერია? როგორც გავიგე კანონით შემოყვანილ ძაღლს ევთანაზიამდე 10 დღე აჩერებენ, როდესაც ცხოველმა უკბინა ადამიანს და 10 დღე არის მასზე ცოფის გამოსავლენად დაკვირვების ვადა. მაგრამ ეს მყისიერი დაძინება, როდესაც 24 საათიც კი არ მისცეს დრო – ამის შესახებ კანონს, სიმართლე გითხრათ, ვერ მივაგენი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ქუჩიდან გამოძახების საფუძველზე მოყვანილი ძაღლის დაავადების შემთხვევაში დაძინებამდე პერიოდი უნდა იყოს რამდენიმე დღე; თუნდაც – 3 ან 10. რადგან ბოლოს და ბოლოს ეს ძაღლი შეიძლება გამოქცეული იყოს და ჰყავდეს პატრონი, რომელიც დაკარგვის წუთიდან ეძებს, ამიტომ ცხოველის და პატრონის (მათ შორის მიმკედლებლების) ინტრესშია, რომ ნაპოვნი ძაღლის (მისი ავადმყოფობის მიუხედავად) თავშესაფრის კარანტინში გაჩერების ვადა არ იყოს 3 დღეზე ნაკლები მაინც. საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ მაგალითად, ჩემი ბასა გამექცა, რომელსაც აქვს დემოდეკოზი. ის დაიჭირა 112-მა და მაშინვე დააძინა. მე, რა თქმა უნდა, 24 საათში (მით უმეტეს, თუ ღამით დაიჭირეს სადღაც და დილით ანუ 24 საათზე ნაკლებ დროში დააძინეს) მის ყველგან მოკითხვას ვერ შევძლებ! და ჩემს ძაღლს მოკლავენ – თუ ეს არის კანონი, მაშინ ის აუცილებლად გადასახედია და რაც შეიძლება სწრაფად ჩასასწორებელი, რადგან ახლანდელი ფორმით ირღვევა ძაღლებისა და მეპატრონეების უფლება. მუნიციპალურს კი უნდა დაევალოს გამოყოს საკარანტინე ადგილი დაავადებული ძაღლების დაძინებამდე თუნდაც 3 დღით შესანახად". – ამბობს იმავე კორპუსში მცხოვრები თიო ბეგოიძე.

Zooclub

თემურ ფხალაძე ქალაქ თბილისის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი

"ეს ძაღლი წამოყვანილ იქნა განცხადების საფუძველზე, დარეკეს, რომ სადარბაზოში იყო ძაღლი სამი ლეკვით, რომელიც აგრესიულობით გამოირჩეოდა და სამაშველო ბრიგადის გამოძახება ითხოვეს. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგზავნეთ ჩვენი ბრიგადა და ცხოველები თავშესაფარში მოვიყვანეთ. ჩვენთან ძაღლის დაძინება მხოლოდ ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ხდება. ცხოველს გარეგნულადაც ეტყობოდა, რომ დაავადებული იყო, რადგან ბეწვი ჰქონდა გაცვენილი. ძაღლმა გაიარა სამედიცინო პროცედურა რის შემდეგაც დადასტურდა, რომ კანის დაავადებით იყო დაავადებული, რომელიც გადამდებია და საფრთხეს შეუქმნიდა თავშესაფარში მყოფ სხვა ცხოველებს, სწორედ ამ მიზეზით მოხდა მისი დაძინება. ჩვენს თავშესაფარში ისედაც ბევრი ცხოველია და არ გვაქვს იმის პირობები დაავადებული ცხოველები განმარტოებით, იზოლირებულად ვამყოფოთ, ხოლო მისი სხვა ცხოველებთან ერთად ყოფნა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. რაც შეეხება ლეკვებს, ისინი იმდენად დაუძლურებულები იყვნენ, რომ მეორე დილით გარდაცვლილები დაგვხვდნენ".

ნანა ხომასურიძე – "როგორც ცხოველთა მოყვარულმა, შემიძლია მხოლოდ ის დავამატო, რომ მიკედლების საკითხში ცხოველთა დამცველები ზოგადად არ არიან გარკვეულები. მათ არ იციან, როგორ და რანაირად ხდება მიკედლება. დღესდღეობით მუნიციპალური თავშესაფრის მეშვეობით გვეძლევა საშუალება მიკედლებული ძაღლის კასტრირების ან სტერილიზაციის (თუ ავი არ არის), ცოფზე ვაქცინაციის და ყურზე ბირკის დადების, რაც მოსახლეობას აცნობებს იმის შესახებ, რომ ძაღლმა გაიარა ზემოთ აღნიშნული პროცედურები და თავის სიცოცხლეს გაატარებს თავისი მიკედლების ადგილას, გამრავლების გარეშე, კეთილი მოსახლეობის პატრონაჟით (კვებითა და შემდგომი ვაქცინაციით). ეს ყველაფერი კი მერიის თავშესაფარში ხდება განცხადების საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება რამდენიმე მიმკედლებლის სახელი და გვარი. ამით მერია გვაძლევს საშუალებას ძაღლის პოპულაციის (გამრავლების) შეჩერების. კარგი იქნებოდა, რომ მოსახლეობა ყოფილიყო ამის შესახებ ინფორმირებული და მუნიციპალურ თავშესაფართან თანამშრომლობით მონაწილეობა მიეღო ქალაქში უსახლკარო ცხოველების პოპულაციის შეჩერებაში. მოსახლეობა, ასევე არაა ინფორმირებული იმაში, რომ თუ სამაშველო სამსახურს წააყვანინებს მიკედლებულ ძაღლს, იმ ადგილას დაბინავდება სხვა ძაღლი და ისიც დაიწყებს გამრავლებას. როცა ელემენტარულად შეიძლებოდა ძაღლის გასტერილება და უკან დაბრუნება. იმავე გასტერილებული ძაღლი აღარ მისცემს სხვა უსახლკარო ცხოველს მის ტერეტორიაზე მიკედლება-გამრავლების უფლებას.

კონკრეტულად ეს ძაღლი არ მყავს ნანახი და მის ფიზიკურ მდგომარეობაზე (კანის დაავადების თაობაზე) ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ლოგიკური იქნება რომ ვთქვა: ძაღლი ზოგადად ხდება ზედმეტად აგრესიული ლეკვების ყოლის პერიოდშიდ ანუ იცავს თავის ლეკვებს. ეს ბუნებრივი მოვლენაა. სავარაუდოდ, ასეც მოხდა. აგრესია გამოხატა  ძაღლმოძულეს მიმართ, რამაც გამოიწვია მისი გადაყვანა მუნიციპალურ თავშესაფარში. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ყველა ძაღლმოყვარე ვერ იქნება და პირობითად უკვე დაბირკულ ძაღლს ეს არ მოუვიდოდა.

მუნიციპალურ თავშესაფარს კი რაც ეხება, სიტუაცია ნამდვილად მძიმეა. მუნიციპალურს გამოძახებაზე "არ რეაგირების" უფლება არ აქვს კერძო თავშესაფრისგან განსხვავებით. 112-ში დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი რეკავს და ცხოველების გაყვანას ითხოვს. სხვადასხვა მიზეზით: ვის დაუბერდა ძაღლი, ვის ცხოვრების პირობები შეეცვალა (ბავშვი გაუჩნდა, ოჯახი შექმნა, ოჯახის წევრი გარდაიცვალა), ისინი ითხოვენ ძაღლი/კატას გაყვანას თავშესაფარში. განცხადებაში ხელს აწერენ იმაზე, რომ მომავალში მათი ბინადრის ბედი აღარ აღელვებთ. ასევე ქუჩიდან და კორპუსების მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველის გაყვანაზე უამრავი ზარი შემოდის. მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბალი დონის ჰუმანურობით გამოირჩევა, მას ახლა ეს ცხოველი აღარ სჭირდება და ითხოვს გაყვანას. თავშესაფარი კი გათვლილია კონკრეტულ რაოდენობის ცხოველზე. ზედმეტი რაოდენობა იწვევს ეპიდემიას და არც გასტერილება ხდება იმ სისწრაფით, როგორც უნდა იყოს. რადგან არ რჩება ოპერაციის შემდგომ ვოლიერები ძაღლებისთვის და არც გაჩუქება მიდის ისეთი ტემპით, რაც გამოძახების რაოდენობებია და ხდება ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა. თავშესაფრის წესდებაში მართლაც მითითებულია კონკრეტული კანიის დაავადების და კიდევ სხვა მძიმე შემთხევების დროს ძაღლს და კატას ჩაუტარდეს ეუტონეზია იმ მიზნით, რომ თავშესაფრის სხვა ბინადრებს არ გადაედოთ დაავადება, რომელიც გადადის უშუალო შეხებით. კიდევ ბევრი რამ არის ჩამოუყალიბებელი დღესდღეობით თავშესაფარში, რაც ნელ-ნელა რეგულირდება. ბევრი რამ უკვე გამოსწორდა, მაგრამ კანონმდებლობაში ბევრი რამ ისევ შესაცვლელია. კომიტეტმა და ორგანიზაციებმა გაერთიანებული ძალებით უნდა შეასწორონ მისი პუნქტები. თუნდაც, პატრონის მოვალეობაზე აყვანილი ცხოველის მოვლა-პატრონობაზე. ეს მძიმე საკამათო თემაა დღესდღეობით.

112-ში იშვიათია გამოძახება ცხოველის გადარჩენაზე. მოსახლეობა ძირითადად ცხოველის გაყვანას ითხოვს. რეალურად თავშესაფარში ცხოველის შეყვანა იმაზე გაცილებით ხშირია, ვიდრე უკან მიკედლება ან გაშვილება ერთად აღებული. ამ პრობლემის გადაჭრა ჯერჯერობით შორსაა და თავშესაფარი პერიოდულად "კარანტინის" გამო იკეტება, რა დროსაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში შეჰყავთ ცხოველები. იქ ძირითადად გასტერილება/კასტრაცია ხდება. კარგი იქნებოდა, თუნდაც დაავადებული ძაღლი გააჩერონ გარკვეული პერიოდი პატრონის ან მიმკედლებლის გამოჩენამდე, მაგრამ ამას მხოლოდ თავშესაფრების გაფართოება თუ უშველის, ასევე იქ მომუშავე პერსონალის გაზრდა. ეს ყველაფერი კი დღესდღეობით შეუძლებელია 200-250 ცხოველზე გათვლილ თავშესაფარში.

აქვე მინდა დავამატო, რომ ტელევიზიითა და სოციალურ ქსელებში არ გადის რეკლამა ბირკიან ძაღლებზე და მოსახლეობა არ არის ინფორმირებული იმ ელემენტარულის შესახებ, რაც კეთდება ძაღლებთან დაკავშირებით მათი საზოგადოებასთან მშვიდად თანაცხოვრების მიზნით".


მაკა ქობალია



იხილეთ: საქართველოში არსებული კანონები ცხოველთა სამყაროს შესახებ
nino bebo
დამსჰვიდდიტ საყვარლებოო. არ ვინერვიულოტ ადვილი არ არის მაგრამ ტქვენ, ცხოველტმოზულენო მეცოდებიტ რადგანაც ვიცი და დარწმუნებულიც კი ვარ რომ პირდაპირ ჯოჯოხეტის მგზავრები ხარტ. აბა ვინ უნდა ამოავსოს ჯოჯოხეტი ტქვენ ტუარ იქნებიტ, უსულო უგულო უსისხლოდა უტვინო არსებები..........
ნანა
ისე დაიძინონ ძაღლებს ვინც აძინებს, როგორც მამაჩემმა დაიძინა, ამოწყდნენ
ttt
ყველა ძაღლი ერთად ჩაგაკვდეთ სულში!, dima-ს და daTo-ს! კომენტარის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავაკვირდი სურათზე ამ ძაღლის სიყვარულითა და ხალისით სავსე თვალებს, უსამართლობა არა ეხლა ეს რომ მკვდარია და ისინი ... ცოდვამ არ მოასვენოს გამკეთებელი არც ცოცხალი და არც ლეშად ქცეული.
ყველა ძაღლი ერთად ჩაგაკვდეთ სულში–ს
მგონი შენ რომ მოკვდები სულიც არ ამოგივა,იმიტომ რომ არ გაქვს. და არც ტვინი და ნამუსი გქონია.რად გინდა კომპიუტერი,ინტერნეტი თუ მაინც გონებაჩლუნგი აზროვნება გაქვს და ბოროტი გული.. სჯობს იმკურნალო,იქნებ ზემოთჩამოთვლივთაგან რამე შეგემატოს და ადამიანად იქცე შენც და შენნაირებიც..არ დაგწყევლი.დაგლოცავ,რომ ღმერთმა გონება გაგინათოს და გული მოგილბოს.ცხოველების მოძულე–ადამიანსაც იოლად გასწირავს..
nini
რამ დაგბოღმათ ხალხო გაზაფხულია,მოდუნდით,მზეს ახედეთ,ცხოველებს მოეფერეთ,გიყვარდეთ ადამიანიც და ცხოველიც,მეტი კი არაფერი შეგრჩებათ:) რა იყოთ ჩასაფრებულები რო ხართ ვინ უფრო ცუდ რამეს იტყვის,სიკეთეში შეეჯიბრეთ:)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?