მეხუთე კლასელი ბიჭი ქუჩაში ლიმონათს ყიდდა, რათა ძაღლის სამკურნალო ფული შეეგროვებინა
მეხუთე კლასელი ბიჭი ქუჩაში ლიმონათს ყიდდა, რათა ძაღლის სამკურნალო ფული შეეგროვებინა
პატარა ბიჭმა არა მარტო თავისი ასაკის ბავშვებს, არამედ უფროსებსაც აჩვენა თანაგრძნობისა და მზრუნველობის მაგალითი. მან თავისი გმირული საქციელით გარშემომყოფებს თავი შეაყვარა.

როსტოვის ოლქში (რუსეთი)  პატარა ბიჭმა არსენმა ქუჩიდან ძაღლი აიყვანა, თუმცა, მას თანხა არ ჰქონდა, რათა ცხოველისთვის პირველადი დახმარება გაეწია. მან გადაწყვიტა, საკუთარი ხელით დაემზადებინა ლიმონათი და სახლის სიახლოვეს მდებარე მაღაზიის წინ გაეყიდა, რათა ძაღლის მკურნალობისთვის ფული შეეგროვებინა.

"12-13 წლის ბიჭი თავის გაკეთებულ ლიმონათს ყიდის. ახალგაზრდა წყვილმა რამდენიმე ჭიქა იყიდა და აღნიშნა, რომ გემრიელი იყო. მაღაზიის გამყიდველმა მითხრა, რომ ამ ბიჭმა
იპოვა და აიყვანა ძაღლი, რომელსაც მკურნალობა სჭირდებოდა, თუმცა, მშობლებმა ბავშვს ცხოველის მკურნალობის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს.
ამიტომ, მან თავად გადაწყვიტა, გამოიმუშავოს თანხა, რომლითაც უმწეო არსებას დაეხმარება", - წერს ადგილობრივი მცხოვრები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

Zooclub

(ფოტოზეა არსენი და თავისი ძაღლები: მარცხნივ - არჩი (რომელიც ქუჩიდან აიყვანა), ხოლო მარჯვნივ - მიშკა, რომელიც დიდი ხანია, ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, თუმცა, წლების წინ ისიც ქუჩიდანაა გადარჩენილი).

Zooclub

ცხოველთა მოყვარულებთან საუბრისას არსენმა აღნიშნა, რომ არჩი თავად მივიდა ბიჭის ეზოში. მშობლებმა ძაღლის დატოვების უფლება მისცეს, თუმცა, მისი მკურნალობისთვის ოჯახს თანხა არ გააჩნდა.

"მას ჰქონდა ბევრი ტკიპა და რწყილი. არჩის სჭირდებოდა გადასხმა. დედამ ვეტერინარისთვის გადასახდელი თანხის ნახევარი მომცა, მაგრამ ამდენივე უნდა შემეგროვებინა. ჩვენს ბაღში პიტნა იზრდება. მას წყალში ვხსნი, ვუმატებ შუშხუნას, ლიმონს, ლაიმს, შაქარს, ყინულს და ლიმონათს გასაყიდად ვამზადებ", - ამბობს არსენი.

Zooclub

ბიჭი გამაგრილებელ სასმელს პროდუქტების მაღაზიის წინ ყიდდა. ის დღეში 4-5 საათი იდგა, რამდენჯერმე პოლიციამაც შეამჩნია, თუმცა, საბედნიეროდ, ლიმონათის გაყიდვა არ აუკრძალეს.

ხუთი დღის შემდეგ არსენმა ძაღლის მკურნალობისთვის საჭირო თანხა შეკრიბა. ვეტერინარულ კლინიკაში ცხოველს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს.

არსენის თქმით, არჩი პირველი ძაღლი არ არის, რომელიც მან ქუჩიდან აიყვანა. რამდენიმე წლის წინ ბიჭმა და მისმა მშობლებმა აიყვანეს და უმკურნალეს ძაღლ მიშკას, რომელიც ადამიანებმა მოწამლეს.

ასევე იხილეთ:

"ერთი წელი გახდა, რაც ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია..." თიკუნა გაგუამ უმწეო ყვავი გადაარჩინა, მას შემდეგ ფრინველი მის სახლში ცხოვრობს

9 წლის ბავშვმა ქუჩაში დაშავებული ძაღლი იპოვა. ცხოველის განკურნებისთვის მან სკეიტბორდის გაყიდვა გადაწყვიტა

ექვსი წლის ბავშვმა სიკვდილისგან 1000-ზე მეტი ძაღლი იხსნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?