როგორ გავიცნოთ კატა, რომელიც ჩვენი სახლის მოპირდაპირედ ცხოვრობს? დაიწყეთ მიმოწერა ფანჯარაზე გაკრული ფურცლების დახმარებით
როგორ გავიცნოთ კატა, რომელიც ჩვენი სახლის მოპირდაპირედ ცხოვრობს? დაიწყეთ მიმოწერა ფანჯარაზე გაკრული ფურცლების დახმარებით
რამდენიმე ხნის წინ, მსახიობმა მაკენზი კოფმანმა შეამჩნია, რომ მისი კატა, სახელად საიმონი, მეზობელ სახლში მცხოვრები კატის ყურადღების მიქცევას ცდილობდა. მათი სახლის მოპირდაპირედ ფუმფულა ბინადარი ცხოვრობს. ის პერიოდულად ფანჯარასთან ჩნდება. სწორედ მისი გამოჩენისას საიმონი საცოდავი ხმით კნავის და აღელვებული დააბიჯებს ფანჯრის რაფაზე. მაკენზიმ გადაწყვიტა, რომ საყვარელი ცხოველის ტანჯვა შეეწყვიტა და ის მეზობელი კატისთვის გაეცნო.

მსახიობმა მოიფიქრა გეგმაც, რომელმაც კარგად იმუშავა და მეტიც, კატები "ტვიტერის" ვარსკვლავებიც გახდნენ.

ამერიკელი მსახობის მაკენზი კოფმანის კატამ მეზობლის სახლში სხვა კატა შეამჩნია.

Zooclub

ცხოველი ახალი მეგობრის გამოჩენისას, ყურადღების მიქცევის
მიზნით კნაოდა.

Zooclub

გოგონამ გადაწყვიტა შინაურ ცხოველს დახმარებოდა და მეზობელი კატის მისამართით გზავნილიც დაწერა:

"რა ჰქვია
თქვენს კატას? სიყვარულით, საიმონი."


Zooclub

საიმონი მოუთმენლად ელოდა პასუხს და მუდმივად ამოწმებდა, თუ როდის გამოჩნდებოდა მეზობელი კატის გზავნილი მისი მისამართით.

Zooclub

რამდენიმე ხნის შემდეგ მოპირდაპირე ფანჯარაში საპასუხო წერილიც გამოჩნდა:

"გამარჯობა საიმონ! მე ტეო მქვია, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. ტეო." ასე შეიტყვეს კატებმა ერთმანეთის სახელები და ერთმანეთს მცირედით დაუახლოვდნენ.

Zooclub

შემდეგ პატრონები ერთდროულად აღმოჩნდნენ სახლში და ორივემ ფანჯარა გააღო, რათა ახალ მეგობრებს ერთმანეთთან უფრო მეტი კონტაქტის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

ისტორია ამით არ დასრულებულა - გოგონებმა ტვიტერის საკუთარი მისამართები გაცვალეს.

მაკენზიმ თავისი ბინადრის უჩვეულო ამბის შესახებ ტვიტერზე დაწერა, რის შემდეგაც კატებმა სოციალური ქსელის მომხმარებელთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვიეს. ტეოსა და საიმონის გულშემატკივრები მოვლენების განვითარებას აკვირდებოდნენ.

Zooclub

მსახიობმა ტეოს პატრონს გაუგზავნა ფოტოები და აჩვენა, თუ როგორ გამოიყურება ეს სიტუაცია მათი ფანჯრიდან.

Zooclub

გოგონები ერთმანეთს დაეკონტაქტნენ და გადაწყვიტეს, დრო მოვიდა თავიანთი ბინადრები ერთმანეთისთვის პირადად გაეცნოთ.

Zooclub

ამჟამად, საიმონის და ტეოს გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან სიახლეებს, შეხვედრის პირველ ეფექტს და მოვლენების განვითარებას.

ასევე იხილეთ:

წერილი მეზობელს: "იქნებ თქვენი მცენარეები სხვა ფანჯარასთან მოათავსოთ?"

ლაბრადორი ერთგული მეგობრობის ნიშნად ყოველდღე აკითხავს მეზობელ ჰასკის და ამშვიდებს

"გამარჯობა, მეზობელო!"- მეგობრული ჰასკი მამაკაცის ყმუილს პასუხობს

ძაღლი, რომელიც ყველაზე ორიგინალურად ესალმება სახლში დაბრუნებულ პატრონს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?