ქალმა ბევრი იბრძოლა, რათა შინაურ ცხოველად ალიგატორი ჰყოლოდა (+ვიდეო)
ქალმა ბევრი იბრძოლა, რათა შინაურ ცხოველად ალიგატორი ჰყოლოდა (+ვიდეო)
მერი თორნი ჩვეულებრივი შინაური ბინადრის მფლობელი არაა. ფლორიდაში მცხოვრებ ქალს ჰყავს ძაღლი, მაგრამ ასევე პატრონობს 180 სანტიმეტრის სიგრძის ალიგატორს, სახელად რემბოს.  იგი ერთი წელი ყველანაირად ცდილობდა, რომ რემბო მისი ოჯახის წევრი გამხდარიყო (აშშ-ში აკრძალულია ალიგატორის შინ ყოლა).

რემბო ბნელ ყუთში ხუთ ალიგატორთან ერთად ჰყავდათ გამომწყვდეული. როდესაც ცხოველები 11 თვის წინ გადაარჩინეს, მერი მოხალისის სტატუსით უვლიდა მათ. სამწუხაროდ, ხუთი ალიგატორი დაიღუპა. ქალი განსაკუთრებით შეეჩვია რემბოს და მას "პატარა ბავშვს" ეძახდა.

Zooclub

რამდენიმე თვის წინ, ფლორიდის გარეულ ცხოველთა ორგანიზაციამ რემბო პატრონს ჩამოართვა. ამ თვეების განმავლობაში ის
ყველანაირად ცდილობდა ცხოველის დაბრუნებას, თუმცა, ამაოდ. საბედნიეროდ, შობამდე გადაწყვეტილება შეიცვალა და ალიგატორი კვლავ დაუბრუნეს მერის,
რომელიც ცხოველს შვილს ეძახის.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

გიგანტური გველი წყლიდან ამოცურდა და მამაკაცისკენ წავიდა. თვითმხილველები გაოცებულნი იყვნენ, როდესაც ის მოხუცს მეგობრულად შეხვდა

მშობლებმა ბავშვს, ძაღლის მაგივრად, უცნაური ცხოველი მიუყვანეს

მამაკაცი უზარმაზარ კუსთან ერთად ქალაქის ქუჩებში სეირნობს


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?