ძაღლი, რომელიც ყველაზე ორიგინალურად ესალმება სახლში დაბრუნებულ პატრონს
ძაღლი, რომელიც ყველაზე ორიგინალურად ესალმება სახლში დაბრუნებულ პატრონს
ყველა ძაღლი თავისებურ ერთგულებას გამოხატავს პატრონის მიმართ, თუმცა, როდესაც საყვარელი ადამიანი სახლში არაა, თითოეული სულმოუთქმელად ელოდება მის გამოჩენას. უნგრული ვიჟლას ჯიშის ძაღლი, სახელად მიურეი, პატრონის მონატრებას საოცრად გამოხატავს.

ეს მიურეია, 6 წლის ვიჟლას ჯიშის  ხვადი

Zooclub

ისევე როგორც სხვა შინაურ ცხოველებს, მასაც ძალიან უყვარს თავისი პატრონი და როდესაც მამაკაცი სახლში ბრუნდება, მიურეი, სხვა ძაღლებისგან განსხვავებით, მას გამორჩეულად ხვდება.

Zooclub

ის სახურავის ყველაზე ამაღლებულ ადგილზე ძვრება და სწორედ იქიდან აკვირდება პატრონის დაბრუნებას.

Zooclub

როდესაც ძაღლის პატრონმა - აჯ ალიმ თავისი ბინადარი სახურავზე პირველად შენიშნა, გაუკვირდა და
ამავე დროს შეეშინდა.

Zooclub

"ჩვენ მიურეის ჩვევის შესახებ არ ვიცოდით, სანამ კარზე მეზობელმა არ დარეკა და
შეგვატყობინა, რომ ძაღლი სახურავზე დაინახა", - ამბობს აჯ ალი.

Zooclub

"თავიდან ძალიან გვეშინოდა, რომ არ ჩამოვარდნილიყო, თუმცა, შემდეგ შევეჩვიეთ."

აჯ ალი ცდილობდა გაეგო, თუ როგორ ახერხებდა ძაღლი ასვლას, ამიტომ სახურავზე ასასვლელი ყველა კარი დაკეტა.

Zooclub

უსაფრთხოების ზომები მხოლოდ 3 დღე მოქმედებდა. სამი დღის შემდეგ მიურეი კვლავ სახლის სახურავზე აღმოჩნდა.

"ის პოულობდა სხვადასხვა გზას, რათა ზემოთ ამძვრალიყო. საბოლოოდ, ამ ფაქტს ოჯახის ყველა წევრი შევეგუეთ", - ამბობს ძაღლის პატრონი.


Zooclub

აჯ ალი პილოტია და პერიოდულად მიურეი სამსახურში მიჰყავს.

Zooclub

"ის ძალიან კარგი მეორე პილოტია, თუმცა, ძილს მეტ დროს უთმობს", - ამბობს აჯ ალი.

Zooclub

მამაკაცის ამბობს, რომ  არასოდეს უნახავს, ძაღლი სახურავზე ელოდებოდეს პატრონის დაბრუნებას, ამიტომ ფიქრობს, რომ მას უნიკალური ოთხფეხა მეგობარი ჰყავს. 

წყარო: boredpanda

ასევე იხილეთ:

პოლიციელი გამოძახებაზე ქურდების დასაჭერად მივიდა, მაგრამ მსგავს სასაცილო სიტუაციას ვერ წარმოიდგენდა

სახურავზე ამძვრალი ჰასკი მაშველებმა ერთი საათის განმავლობაში ორჯერ გადაარჩინეს

სახურავზე მჯდომი ძაღლის დახმარებას ყველა გამვლელი ცდილობს, თუმცა...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?