ასაფრენ მოედანზე პილოტმა თვითმფრინავი გააჩერა და ზღარბს გზა დაუთმო
ასაფრენ მოედანზე პილოტმა თვითმფრინავი გააჩერა და ზღარბს გზა დაუთმო
შოტლანდიის ავიაკომპანია "Loganair"-ის პილოტმა თვითმფრინავი შეაჩერა იმ დროს, როდესაც ასაფრენ ბილიკზე ზღარბი შენიშნა. თვითმფრინავ Saab 340-ი სტორნოვეიდან ინვერნესში  მიფრნავდა. ბორტზე 30 მგზავრი იმყოფებოდა.

პილოტები რეგულარულად ამოწმებენ ასაფრენ ბილიკს, რადგან გარეული ცხოველების ტერიტორიაზე მოხვედრა იშვიათი მოვლენა არაა.

"კაპიტანი ელოდებოდა, სანამ ზღარბი ასაფრენ ბილიკს დატოვებდა. ჩვენი ავიაკომპანია რეისებს შოტლანდიის ყველაზე შორეულ რაიონებში ასრულებს, ამიტომ გარეულ ცხოველებთან შეხვედრა უცხო არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლებად შევაწუხოთ ისინი", - ამბობს Loganair-ის დირექტორი ნეილ ჰიუზი.

Zooclub

რეისი სულ რაღაც ორი წუთი შეყოვნდა.

მგზავრი როდი მაქლეოდი სოციალურ
ქსელში წერს: "საღამოს 5 საათზე LM156-ით ვიმგზავრე სტორნოვეიდან ინვერნესში. თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე გავიდა, ხოლო შემდეგ მკვეთრად
დაამუხრუჭა, ისე როგორც ავარიული შეჩერებისას. ერთი წუთის შემდეგ, კაპიტანმა გამოგვიცხადა, რომ ის დაიცდიდა, სანამ ზღარბი ასაფრენ ბილიკს დატოვებდა".

წყარო: metro.co.uk

ასევე იხილეთ:

თვითმფრინავიდან გადმოვარდნილი ტაქსა, 6 დღის შემდეგ, უდაბნოში იპოვეს

ავიაკომპანიამ თავის რეისზე უზარმაზარ მალამუტს მგზავრებთან ერთად ფრენის ნება დართო - ამას თავისი მიზეზი აქვს

თვითმფრინავის სალონში მგზავრმა მინიატურული ცხენი აიყვანა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?