სახურავზე მჯდომი ძაღლის დახმარებას ყველა გამვლელი ცდილობს, თუმცა...
ძაღლი, რომელსაც ძალიან უყვარს სახლის სახურავზე ყოფნა, ინტერნეტის ვარსკვლავი
გახდა. აშშ-ში მცხოვრებ ოქროსფერ რეტრივერ ჰაკლბერის უცნაური ჩვევა აქვს - ძვრება სახურავზე და ბედნიერი სახით აკვირდება გარემოს, თუმცა, ცხოველის სიხარულს ბევრი ვერ ხვდება, რადგან გამვლელების უმეტესობა მის გადარჩენას
ცდილობს. ისინი ფიქრობენ, რომ ჰაკლბერი სახურავიდან ვერ ჩამოდის.
ძაღლის პატრონებს სახლთან აბრის გაკეთებაც კი დასჭირდათ, შემდეგი ტექსტით: "მადლობას გიხდით, რომ ჩვენს ოთხფეხა ბინადარზე ზრუნავთ. გთხოვთ, კარზე ზარი არ დარეკოთ. ჩვენ ვიცით, რომ ძაღლი სახურავზეა. უკეთესია, მას ფოტო გადაუღოთ და გაუზიაროთ სამყაროს."
ჰაკლბერის ინსტაგრამზე აქვს საკუთარი
გვერდი, სადაც 20 ათასზე მეტი ადამიანი მის სასაცილო ქცევებს ყოველდღე აკვირდება.
ასევე იხილეთ:
ავტობუსის სახურავზე მჯდომმა კატამ 50 კილომეტრი გაიარასახურავზე ამძვრალი ჰასკი მაშველებმა ერთი საათის განმავლობაში ორჯერ გადაარჩინეს