პოლიციელი გამოძახებაზე ქურდების დასაჭერად მივიდა, მაგრამ მსგავს სასაცილო სიტუაციას ვერ წარმოიდგენდა
პოლიციელი გამოძახებაზე ქურდების დასაჭერად მივიდა, მაგრამ მსგავს სასაცილო სიტუაციას ვერ წარმოიდგენდა
წარმოიდგინეთ, რომ სახლში ხართ მარტო და უეცრად სახურავიდან გესმით უცნაური ხმები, სასწრაფოდ იღებთ ტელეფონს და რეკავთ პოლიციაში. სწორედ ასე მოიქცა 18 წლის ბიჭი კალიფორნიიდან. როდესაც სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ და ნამდვილი დამნაშავე აღმოაჩინეს, ბევრი იცინეს.

"სახლში შესვლისას თინეიჯერი შეშინებული დაგვხვდა. მას ეგონა, რომ ზედა სართულზე ქურდები იმყოფებოდნენ. ასევე, ბიჭმა აღნიშნა, რომ მისი ძაღლები შეუჩერებლად ყეფდნენ, თუმცა, თავად მეორე სართულზე ასვლა ვერ გაბედა", - ამბობს პოლიციელი.

სამართალდამცველებმა სახლის დათვალიერება დაიწყეს... შემდეგ გამოჩნდა  "ქურდიც", რომელიც მანსარდის ფანჯრიდან ეზოში მშვიდად იმზირებოდა.

Zooclub

"ერთ
-ერთ პოლიციელს სახლის
სახურავიდან უცნაური ხმა მოესმა. როდესაც სანათი სახურავისკენ მიმართა, დაინახა ძაღლი, რომელიც ფანჯრიდან მშვიდად ათვალიერებდა გარემოს", - ამბობს სამართალდამცველი.

გერმანული დოგი სახლის პატრონის ერთ-ერთი ძაღლი აღმოჩნდა. ბიჭი იმდენად შეშინებული იყო, რომ დაავიწყდა საკუთარი შინაური ბინადარი, რომელიც ზედა სართულის ფანჯრიდან სუფთა ჰაერით ტკბებოდა. სხვა ძაღლები კი ყეფდნენ, რადგან მათაც სურდათ ფანჯრიდან ეზოში ყურება.

Zooclub

სწორედ ეს გახდა თინეჯერის შიშის მიზეზი. ის ფიქრობდა, რომ მის სახლში ქურდები იმყოფებოდნენ, ხოლო მისი ძაღლები ყეფით ცდილობდნენ სახლის დაცვას.

"25 წელია, პოლიციის რიგებში ვმსახურობ და ასეთი უცნაური შეტყობინება პირველად მივიღეთ", - ამბობს პოლიციელი.

ასევე იხილეთ:

როცა ცოლის ხმა თუთიყუშის ხმაში ერევათ - ბრაიტონის მცხოვრებლებმა მეზობლისა და თუთიყუშის ჩხუბის გამო პოლიცია გამოიძახეს...

დააპატიმრეს მამაკაცი, რომელმაც საკუთარ ძაღლს ჰიტლერის "სალამი" ასწავლა

მძარცველებს ეგონათ, რომ სახლს გაქურდავდნენ, მაგრამ ასეთ დასასრულს არ ელოდნენ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?