სახურავზე ამძვრალი ჰასკი მაშველებმა ერთი საათის განმავლობაში ორჯერ გადაარჩინეს
სახურავზე ამძვრალი ჰასკი მაშველებმა ერთი საათის განმავლობაში ორჯერ გადაარჩინეს
"მაშველებმა სახლის თავზე ამძვრალი ჰასკის ჯიშის ძაღლი, ერთი საათის განმავლობაში, სახურავიდან ორჯერ ჩამოიყვანეს. ინციდენტი მოხდა პენსილვანიის შტატში (აშშ)", - წერს გამოცემა  "Mashable"-ი.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენელის თქმით, მათ დაუკავშირდა ადამიანი, რომელიც ძაღლის დახმარებას ითხოვდა. ისინი გამოძახებაზე მივიდნენ და ცხოველი სახურავიდან ჩამოიყვანეს. ამ დროს შინაური ბინადარი სახლში მარტო იმყოფებოდა. 

ძაღლი მევერიკი მაშველებს მეგობრულად შეხვდა და დახმარების ნება მისცა, თუმცა, ნახევარი საათის შემდეგ სამაშველო სამსახურმა კიდევ ერთი შეტყობინება მიიღო. როგორც აღმოჩნ
და, ცხოველმა ისევ გააღო ფანჯარა
და სახურავზე გადაძვრა.

Zooclub

"მეზობლებმა დაინახეს, თუ როგორ გააღო მავერიკმა ფანჯარა და სახურავზე კვლავ გადაძვრა. ჩვენ არ გვინდოდა, რომ ეს საყვარელი ბინადარი ჩამოვარდნილიყო, ამიტომ მის დასახმარებლად გავედით და ცხოველი ისევ სახლში დავაბრუნეთ. მსგავსი შემთხვევა არასოდეს გვქონია, ერთი და იგივე ძაღლი, ერთი საათის განმავლობაში ორჯერ გადავარჩინეთ", -ამბობს სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი.

ასევე იხილეთ:

პოლიციელი გამოძახებაზე ქურდების დასაჭერად მივიდა, მაგრამ მსგავს სასაცილო სიტუაციას ვერ წარმოიდგენდა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?