ლაბრადორი ერთგული მეგობრობის ნიშნად ყოველდღე აკითხავს მეზობელ ჰასკის და ამშვიდებს
ლაბრადორი ერთგული მეგობრობის ნიშნად ყოველდღე აკითხავს მეზობელ ჰასკის და ამშვიდებს
ყველამ იცის, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია, თუმცა, ამ ფაქტით შინაური ცხოველის სიკეთე და ერთგულება არ მთავრდება.

ეს ლაბრადორის ჯიშის ძაღლი მესია, რომელიც არა მარტო ტაილანდელი პატრონის, არამედ  მარტოსული ჰასკის აუდის ერთგული მეგობარია. 

Zooclub

აუდი პატრონს ძალიან უყვარს, თუმცა, სამსახურის გამო, ის ხშირად  დიდი ხნით მარტო ტოვებს ცხოველს. როდესაც ძაღლისთვის მარტოობა გაუსაძლისი ხდება, იწყებს ყმუილს ისე, რომ აუდის ხმა ქუჩის მეორე მხარეს ისმის. სწორედ იქ ცხოვრობს ლაბრადორი მესი.

Zooclub

"როდესაც აუდი თავს მარტოსულად გრძნობს და იწყებს ტირილს, მე ყოველთვის ვთხოვ ჩემს ძაღლს მის
მონახულებასა და დამშვიდებას", - ამბობს ლაბრადორის პატრონი.

მესი უახლოვდება მეგობრის სახლს, დგება ორ თათზე და
იყურება ღობის იქით. ზოგჯერ ყეფასაც იწყებს, სწორედ მას შემდეგ მშვიდდება ჰასკი. 

ძაღლის პატრონები ვერასოდეს შეიტყობენ, თუ როგორ ამშვიდებს ლაბრადორი მეგობარს, მაგრამ მთავარია, რომ ეს აუდის ეხმარება, რადგან ის წყვეტს წკმუტუნს და თავს ბედნიერად გრძნობს.

ერთ დღეს ჰასკის პატრონს ჭიშკრის დახურვა დაავიწყდა. აუდიმ შემთხვევით ისარგებლა, მაშინვე გავარდა მესისთან და მას გახარებული ჩაეხუტა.

Zooclub

ეს ამბავი ნამდვილ მეგობრობას გადმოსცემს. იზრუნეთ თქვენს შინაურ ბინადრებზე, რათა მათ თავი მარტოსულად არ იგრძნონ. ცხოველებს ყოველთვის შეუძლიათ, გიპასუხონ სითბოთი და სიყვარულით.

ასევე იხილეთ:

უსაყვარლესი ძაღლი, რომელიც ქუჩაში უცხო ადამიანებს ჩახუტებით "უმასპინძლდება"

როგორი რეაქცია აქვს ძაღლს, როდესაც ეკითხებიან, ვინ არის მისი საუკეთესო მეგობარი...

როგორ გამოხატავს მელია სითბოს იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ის გადაარჩინა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?