დრო ცოტა რჩებოდა! მამაკაცმა პიტბულის გადასარჩენად 2800 მილი გაიარა
მარიო როდრიგესს განსაკუთრებით უყვარს პიტბულის ჯიშის ძაღლები. სწორედ ამიტომ, როდესაც მან ცოლისგან შეიტყო სულისშემძვრელი ისტორია ამ ჯიშის ძაღლზე, ცხოველის გადარჩენა მაშინვე გადაწყვიტა.

2 წლის პიტბული, სახელად ჰიკორი, ნიუ-იორკის თავშესაფარში, ევთანაზიის სიაში მოხვდა. ფოტოს ხილვისას, მარიომ იგრძნო, რომ ვალდებულია ცხოველს დაეხმაროს, თუმცა, დრო ცოტა რჩებოდა და პრობლემა მხოლოდ ეს არ იყო.

Zooclub

როდრიგესი სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობს, ხოლო იმ დროს ნიუ-იორკიდან კალიფორნიის ცხოველთა თავშესაფრამდე, სადაც ჰიკორი იმყოფებოდა, 2800 მილი უნდა გაევლო.

ბიჭმა ძაღლის გადასარჩენად თავის დამსაქმებელს თხოვნით მიმართა, რათა მარშრუტი შეეცვალა, ხოლო შემდეგ დაუკავშირდა ცხოველთა
თავშესაფარს და აცნობა, რომ ჰიკორის ასაყვანად რაც შეიძლება მალე მივიდოდა.

Zooclub

გზა საკმაოდ გრძელი იყო. მარიო
ყოველდღე უკავშირდებოდა მოხალისეებს, რათა თავისი ადგილსამყოფელი ეცნობებინა.

საბოლოოდ, მან თავშესაფრამდე მიაღწია. როდესაც ჰიკორმა ბიჭი დაინახა, თითქოს იგრძნო, რომ მარიო მის გადასარჩენად მივიდა. ძაღლი ყეფითა და წკმუტუნით ცდილობდა გალიის კარის გაღებას, ხოლო შემდეგ მიუახლოვდა თავის გადამრჩენელს, თათებით ეხვეოდა და სახეს ულოკავდა.

Zooclub

ეს თითქოს ერთი ნახვით შეყვარება იყო.

ჰიკორი სიხარულით აძვრა სატვირთოში და ისინი სახლისკენ წავიდნენ.

Zooclub

რამდენიმე დღის შემდეგ პიტბულმა თავისი ახალი ოჯახი და იქ ბინადარი ორი პიტბული გაიცნო. ჰიკორი თავიდან მორიდებით იქცეოდა, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, გაშინაურდა და სხვა ძაღლებთან ერთად ეზოში ბედნიერი დარბოდა.

Zooclub

ძაღლი იმდენად მადლიერი იყო ადამიანისა, რომელმაც გადაარჩინა, მიიყვანა სახლში და გემრიელი საკვებით უმასპინძლა, რომ ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, მარიოსთვის მისი გაჩუქება არ მოეთხოვათ.

Zooclub

დღეს ჰიკორი და მარიო სატვირთო ავტომობილით ერთად მგზავრობენ - ძაღლი თავის პატრონს სამსახურის საქმეში ეხმარება. როგორც ჩანს, პიტბულს ძალიან მოსწონს თავისი ახალი ცხოვრება. პატრონმა სატვირთოს სალონში მას საწოლიც კი გაუკეთა.

Zooclub

მარიოს თქმით, მისი საყვარელი ოთხფეხა მეგობარი ღირდა იმად, რომ 3 000-მდე მილი გაევლო.

წყარო: thedodo

ასევე იხილეთ:

დაინახა თუ არა ქალმა ძაღლი, მაშინვე მიხვდა, რომ მის გადასარჩენად ძალიან ცოტა დრო რჩებოდა

იმისათვის, რომ საყვარელი კატისთვის თირკმელი გადაენერგა, ქალმა 20 ათასი დოლარი გადაიხადა

ძაღლები მანამდე და შემდეგ, რაც მზრუნველ ოჯახებში მოხვდნენ


bebe
ბრავო!!!!!!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?