სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ძაღლი მართავდა, მაღაზიაში შევარდა (+ვიდეო)
სატვირთო ავტომობილი, რომლის საჭესთანაც ძაღლი აღმოჩნდა, მობილური ტელეფონების მაღაზიაში შევარდა და დახლზე განლაგებული საქონელი სრულად დააზიანა. ინციდენტი ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში მოხდა.

საბედნიეროდ, მაღაზიაში მყოფი ადამიანები არ დაზარალებულან.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სატვირთო გაჩერებული იყო ხილის მაღაზიასთან. მძღოლმა მანქანის ძრავი ჩართული დატოვა, სადაც ძაღლიც იმყოფებოდა, ხოლო თავად მაღაზიაში გადავიდა. სალონში მარტო დარჩენილმა შინაურმა ცხოველმა შემთხვევით გაზის სატერფულს დააჭირა, რამაც ავარია გამოიწვია.

ჩინეთის სოციალური ქსელის, Weibo-ს მომხმარებელთა მხრიდან, უჩვეულო ვიდეოს უმაღლესი შეფასება ჰქონდა. ზოგიერთი მათგანი კი ხუმრობით წერდა, რომ "მძღოლი-ძაღლი" პოლიციელებმა აუცილებლად ალკოტესტზე
უნდა შეამოწმონ.

ასევე იხილეთ: 

ტრაქტორს ძაღლი მართავდა, რამაც გზაზე მოძრაობა შეაფერხა

ტრაქტორის მძღოლი ძაღლი თვითმხილველების განცვიფრებას
იწვევს


ძაღლის საოცარი რეაქცია, როცა მას პოლიციელმა მართვის მოწმობა მოსთხოვა
ბაბუ
ეს ძაღლი ორფეხა იყო ხომ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?