იმისათვის, რომ საყვარელი კატისთვის თირკმელი გადაენერგა, ქალმა 20 ათასი დოლარი გადაიხადა
იმისათვის, რომ საყვარელი კატისთვის თირკმელი გადაენერგა, ქალმა 20 ათასი დოლარი გადაიხადა
ამბობენ, რომ კატას 9 სიცოცხლე აქვს, მაგრამ ამ ისტორიის გმირი პატრონმა მეათედ გადაარჩინა. ორი შვილის დედამ 20 ათას დოლარამდე დახარჯა, რათა ხნიერი კატა სტენლისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა. პატრონის თქმით, ეს ამად ღირდა.

ბეტსი ბოიდმა, რომელიც ბალტიმორის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორია, თავის 18 წლის კატას თირკმლის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთა, რისთვისაც 19 ათას დოლარზე მეტი დახარჯა.

როდესაც სტენლი ცუდად გახდა, ბეტსიმ მის გადასარჩენად ყველანაირ ხერხს მიმართა.

"ის ჩემთვის ადამიანივით არის. ვთვლი, რომ ბეტსი ჩემი მეგობარია, მეგობარს კი სიცოცხლე სურდა, ამიტომ მე მისი ოპერაციისთვის თანხა გადავიხადე",
- ამბობს კატის პატრონი.

Zooclub

შინაური ცხოველის გადასარჩენად ოჯახს მანქანის საყიდელი ფულის დახარჯვაც კი მოუხდათ.

აქვე
დავამატებთ, რომ პატრონმა ასევე სტენლის დონორზე - 2 წლის კატაზე ზრუნვა გადაწყვიტა. ახალი ბინადარი მათ სახლში კიდევ სამ კატასთან ერთად იცხოვრებს.

Zooclub

ქალი იმედოვნებს, რომ მისი საყვარელი ბინადარი კიდევ 10 წელი იცოცხლებს.

"25 წლამდე ის იქნება ჯანმრთელი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ 30 წლამდეც იცოცხლებს", - ამბობს ბეტსი საკუთარ შინაურ ბინადარზე.

ასევე იხილეთ:

სპილო ძლიერი ტკივილისგან ხეს თავით ეჯახებოდა... მიზეზი 2 დღის შემდეგ გაირკვა

უცნობმა დაშავებული ძაღლის ოპერაციისთვის 6 000 დოლარი გადაიხადა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?