დაინახა თუ არა ქალმა ძაღლი, მაშინვე მიხვდა, რომ მის გადასარჩენად ძალიან ცოტა დრო რჩებოდა...
დაინახა თუ არა ქალმა ძაღლი, მაშინვე მიხვდა, რომ მის გადასარჩენად ძალიან ცოტა დრო რჩებოდა...
ანდი დევისმა, ფენიქსიდან, რამდენიმე წლის წინ, მთაში მოგზაურობისას საოცარი რამ გააკეთა. ის მთის ფერდობზე მიდიოდა და მთავარ გზასთან ახლოს იპოვა პიტბული, რომელიც გაუნძრევლად იწვა. ანდიმ ძაღლს კინაღამ ფეხი წამოკრა.

ქალმა მას ცოტა წყალი დაალევინა. თუმცა, ეტყობოდა, რომ სასწრაფო დახმარება ესაჭიროებოდა, რადგან დაჭრილი და სრულიად დაუძლურებული იყო.

”დედას ის ხელში ყავდა აყვანილი. როდესაც ძაღლმა შემომხედა, უცებ გავიფიქრე: ”ნუთუ ამ ძაღლს ჩემი კბენა უნდა?""

როდესაც ჯესიმ ძაღლს თვალებში ჩახედა, მასში უსაზღვრო მადლიერება დაინახა - მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გვერდით გულგრილად არ
ჩაუარეს და განწირული ცხოველის დასახმარებლად მზად იყვნენ.

”ზუსტად ვიცოდი, რომ ის ძალიან კარგი ძაღლი იყო",
- ამბობს ჯესი.

ანდიმ 18-კილოიანი ძაღლი მთიდან ხელში აყვანილი ჩამოიყვანა და თითქმის 1 კილომეტრი ფეხით იარა. მერე კი იგი სასწრაფოდ ცხოველთა თავშესაფარ «Arizona Humane Society»-ში გადაიყვანა.

”მეგონა, რომ მას არასოდეს ვნახავდი. ვიცოდი, რომ ის კარგ ხელში იყო, მაგრამ მაინც ძალიან ვდარდობდი მის გამო”.

როდესაც ვეტერინარებმა ძაღლი გასინჯეს, უცნაური რამ აღმოაჩინეს. პიტბულს მუცელზე ღია ჭრილობა ქონდა, ზურგში კი ტყვიის ნატეხები. ასევე, ვეტერინარმა ტყვია იპოვა ძაღლის ყელში. ნათელი გახდა, რომ ვიღაცამ მისი მოკვლა სცადა და შემდეგ უბრალოდ მიაგდო.

მაგრამ ენდისა და ჯესის დახმარებით, ძაღლმა სიცოცხლის მეორე შანსი მიიღო. დღეს პიტბულს ახალი სახელი ქვია - ელაია. მისი ისტორია კი გაგრძელდა.

ოჯახმა, რომელმაც ელაია იპოვა, იგი სახლში წაიყვანა.

Zooclub

”დედას ყავს ძაღლი, მამასაც ყავს ძაღლი, ახლა უკვე მეც მყავს ძაღლი", - ამბობ ჯესი, - "ელაია ახლა ჩვენი ძაღლია და ის განსაკუთრებულია”.

ადამიანებში უმთავრესი გულისხმიერებაა. ასეთი ადამანები, მიუხედავად გარკვეული რისკისა, ცხოველების დასახმარებლად მზად არიან.

დღეს ჯესი და ელაია საუკეთესო მეგობრები არიან!

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?