მხოლოდ მათთვის, ვისაც ცხოველები უყვარს
მხოლოდ მათთვის, ვისაც ცხოველები უყვარს
მინდა თამამად განვაცხადო, რომ ძალიან მიყვარს  ყველა ცხოველი განურჩევლად. განვიცდი, რომ დღესდღეობით, გარკვეული მიზეზების გამო არ მყავს სახლში ბინადარი.

მათ დასახმარებლად, გარკვეულ დროს ვატარებ თავშესაფარში, ვუვლი მათ, ვასეირნებ იქ მყოფ ძაღლებს, ვეფერები.

ინტერნეტში ხშირად ვათვალიერებ ცხოველების ფოტოებს და ვუყურებ ვიდეოებს მათ შესახებ. როდესაც ვხედავ ცხოველს, რომელსაც პატრონი ცუდად ექცევა, ვფიქრობ, როგორ მოვიპარო ის, რათა აღვკვეთო ეს საშინელი დამოკიდებულება მისდამი. მგონია, რომ არც ერთი ცხოველი არ იმსახურებს ცუდად მოქცევას.

ამასთანავე, ყოველთვის განვიცდი, როდესაც ცუდ ისტორიებს ვიგებ ცხოველების შესახებ, თუ თქვენც ასე
ხართ, მიხვდებით, რასაც ვგრძნობ ყოველთვის, როდესაც მათზე ვფიქრობ. და აი, ჩამონათვალი, სადაც ცხოველების ჭეშმარიტი მოყვარული
თავის თავს ამოიცნობს:

1. როდესაც ცუდად ექცევა პატრონი ცხოველს და ეს ჩემ თვალწინ ხდება, კონტროლს ვკარგავ და ყველანაირად ვცდილობ, არ დავაჩაგვრინო ის, თვით პატრონსაც კი (თუმცა, ხშირად მეუბნებიან, რომ სხვის საქმეში ვერევი).

Zooclub

2. როდესაც გავიცნობ ადამიანს და აღმოჩნდება, რომ მას ჰყავს სახლში ცხოველი, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი კითხვა დავუსვა მისი ოჯახის ბინადარზე და მის პასუხებს ყურადღებით ვუსმენ.

Zooclub

3. ჩემი ტელეფონი, კომპიუტერის ეკრანი გამფორმებულია ცხოველების ფოტოებით.
თუკი ჩემი მეგობრები ცხოველებზე გამორჩეულ ფოტოს, ან ვიდეოს ნახავენ, მაშინვე მიგზავნიან.

Zooclub

4. როდესაც ქუჩაში მივდივარ, ვხედავ ძაღლს ან კატას, ხელიდან არ უშვებ მომენტს, რომ არ მოვეფერო მას. ყველაზე დასანანია, როცა ცხოველთა მოყვარულს არ ჰყავს შინ ცხოველი.

Zooclub

5. არც ერთ სასაცილო ფილმზე ან ამბავზე არ მეცინება ისე, როგორც ცხოველების სასაცილო ჟესტებსა და მოქმედებებზე.

Zooclub

6. ზოოპარკში სტუმრობისას, მე ყოველთვის სევდიანი ვბრუნდები.
განვიცდი გალიაში გამომწყვდეული ცხოველების ყოფას.

Zooclub

7. დიდ დროს ვუთმობ ვიდეობს, ან ფილმებს ცხოველებზე.
როცა  ვუყურებ ტრაგიკულ ფილმებს მათი მონაწილეობით ტირილი მინდება.

Zooclub

8. როდესაც ადამიანები მეკითხებიან, რომელი ცხოველი უფრო მიყვარს, ვერ გადამიწყვეტია, რა ვუპასუხო.
ყველა ცხოველი ისეთი საყვარელია, რომელი ავირჩიო, არ ვიცი.

Zooclub
თუ თქვენ ამ ჩამონათვალიდან ნახევარზე მეტს მაინც აკმაყოფილებთ, ნამდილად ცხოველთა მოყვარული ადამიანი ბრძანდებით. მე კი მისურვეთ, რომ სულ მალე პატარა ოთხფეხა ბინადარი შევიძინო, რომელსაც სითბოსა და ყურადღებას არ მოვაკლებ.



ტეგები
ქეთი
სახლში 3 ფისო და ერთი ლეკვი(უპატრონო შევიფარე) მყავს და დამატებით აქ მოყვანილი საკითხებისა, მძულს ის უგულო სადისტები, უპატრონო ცხოველებს რომ ერჩიან, ან თუნდაც არ ებრალებათ და პაწია ლეკვებს რაღაც გაუგებარ მანქანებს გაატანენ, ან თუნდაც კლავენ და სჭამენ...ჩვენსავე უმცროს და-ძმებს!
manana-sh
ასე მგონია ეს სტატია ავტორმა ჩემი სიტყვებით დაწერა, მხოლოდ ერთი სხვააობაა, კერძოდ,ის, რომ მე მყავს სახლში ცხოველები. ზამტარი მოდის და გული მიკვდება, როცა მახსენედება რა მძიმე დღეები ელით უპატრონო ცხოველებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?