მხოლოდ მათთვის, ვისაც ცხოველები უყვარს
მხოლოდ მათთვის, ვისაც ცხოველები უყვარს
მინდა თამამად განვაცხადო, რომ ძალიან მიყვარს  ყველა ცხოველი განურჩევლად. განვიცდი, რომ დღესდღეობით, გარკვეული მიზეზების გამო არ მყავს სახლში ბინადარი.

მათ დასახმარებლად, გარკვეულ დროს ვატარებ თავშესაფარში, ვუვლი მათ, ვასეირნებ იქ მყოფ ძაღლებს, ვეფერები.

ინტერნეტში ხშირად ვათვალიერებ ცხოველების ფოტოებს და ვუყურებ ვიდეოებს მათ შესახებ. როდესაც ვხედავ ცხოველს, რომელსაც პატრონი ცუდად ექცევა, ვფიქრობ, როგორ მოვიპარო ის, რათა აღვკვეთო ეს საშინელი დამოკიდებულება მისდამი. მგონია, რომ არც ერთი ცხოველი არ იმსახურებს ცუდად მოქცევას.

ამასთანავე, ყოველთვის განვიცდი, როდესაც ცუდ ისტორიებს ვიგებ ცხოველების შესახებ, თუ თქვენც ასე
ხართ, მიხვდებით, რასაც ვგრძნობ ყოველთვის, როდესაც მათზე ვფიქრობ. და აი, ჩამონათვალი, სადაც ცხოველების ჭეშმარიტი მოყვარული
თავის თავს ამოიცნობს:

1. როდესაც ცუდად ექცევა პატრონი ცხოველს და ეს ჩემ თვალწინ ხდება, კონტროლს ვკარგავ და ყველანაირად ვცდილობ, არ დავაჩაგვრინო ის, თვით პატრონსაც კი (თუმცა, ხშირად მეუბნებიან, რომ სხვის საქმეში ვერევი).

Zooclub

2. როდესაც გავიცნობ ადამიანს და აღმოჩნდება, რომ მას ჰყავს სახლში ცხოველი, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი კითხვა დავუსვა მისი ოჯახის ბინადარზე და მის პასუხებს ყურადღებით ვუსმენ.

Zooclub

3. ჩემი ტელეფონი, კომპიუტერის ეკრანი გამფორმებულია ცხოველების ფოტოებით.
თუკი ჩემი მეგობრები ცხოველებზე გამორჩეულ ფოტოს, ან ვიდეოს ნახავენ, მაშინვე მიგზავნიან.

Zooclub

4. როდესაც ქუჩაში მივდივარ, ვხედავ ძაღლს ან კატას, ხელიდან არ უშვებ მომენტს, რომ არ მოვეფერო მას. ყველაზე დასანანია, როცა ცხოველთა მოყვარულს არ ჰყავს შინ ცხოველი.

Zooclub

5. არც ერთ სასაცილო ფილმზე ან ამბავზე არ მეცინება ისე, როგორც ცხოველების სასაცილო ჟესტებსა და მოქმედებებზე.

Zooclub

6. ზოოპარკში სტუმრობისას, მე ყოველთვის სევდიანი ვბრუნდები.
განვიცდი გალიაში გამომწყვდეული ცხოველების ყოფას.

Zooclub

7. დიდ დროს ვუთმობ ვიდეობს, ან ფილმებს ცხოველებზე.
როცა  ვუყურებ ტრაგიკულ ფილმებს მათი მონაწილეობით ტირილი მინდება.

Zooclub

8. როდესაც ადამიანები მეკითხებიან, რომელი ცხოველი უფრო მიყვარს, ვერ გადამიწყვეტია, რა ვუპასუხო.
ყველა ცხოველი ისეთი საყვარელია, რომელი ავირჩიო, არ ვიცი.

Zooclub
თუ თქვენ ამ ჩამონათვალიდან ნახევარზე მეტს მაინც აკმაყოფილებთ, ნამდილად ცხოველთა მოყვარული ადამიანი ბრძანდებით. მე კი მისურვეთ, რომ სულ მალე პატარა ოთხფეხა ბინადარი შევიძინო, რომელსაც სითბოსა და ყურადღებას არ მოვაკლებ.



ტეგები
ციცინო
თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ, არ გიცნობთ მაგრამ ვიცი რომ ძალიან თბილი და დიდი სიყვარულის მატარებელი გული გაქვთ. როგორ მიხარია რომ თურმე ჩემისთანა ცხოველთა მოყვარული ,,ავადმყოფები,, არსებობენ ამ ქვეყნად, ღმერთმა გამრავლოთ. მე პირადად 2 დიდი ძაღლი მყავს, აქედან ერთი ჩემი გაზრდილია ოჯახში, ერთი ქუჩიდან აყვანილი, სამსახურში კიდევ ერთიც, ფისოები კი მრავლად მყავს. ყველა ძალიან მიყვარს. თქვენც ყველა ცხოველთა მოყვარულებო, ძალიან მიყვარხართ თქვენი ადამიანურად კეთილი გულის გამო.
mak
შემიყვარდა ამ სტატიის ავტორი!
ნანა ბერია
მე და თქვენ ერთნაირები ვყოფილვართ
ანა მარია
ასე მგონია ჩემზე და ჩემს ოჯახის წევრებზეა დაწერილი ეს სტატია, ყველაფერი რაც დადის დახოხავს, დახტის, უყვარს და ეცოდება ჩემს პატარა გოგოსაც, ამის გამო ყველა უპატრონო ძაღლი ჩვენს კარზეა მოკედლებული:):):)სახლშიც გვყავს იხვი, ლეკვი და ჩიტები:):):)ჭიანჭველასაც კი არ გვაკვლევინებს, ცოცხალია და ცოდოაო
natia
არ გიცნობტ მაგრამ დიდ პატივს გცემტ ცხოველების სიყვარულის გამო,მეც დზალიან მიყვარს ისინი და მყავს სახლსჰი "*
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?