მხოლოდ მათთვის, ვისაც ცხოველები უყვარს
მხოლოდ მათთვის, ვისაც ცხოველები უყვარს
მინდა თამამად განვაცხადო, რომ ძალიან მიყვარს  ყველა ცხოველი განურჩევლად. განვიცდი, რომ დღესდღეობით, გარკვეული მიზეზების გამო არ მყავს სახლში ბინადარი.

მათ დასახმარებლად, გარკვეულ დროს ვატარებ თავშესაფარში, ვუვლი მათ, ვასეირნებ იქ მყოფ ძაღლებს, ვეფერები.

ინტერნეტში ხშირად ვათვალიერებ ცხოველების ფოტოებს და ვუყურებ ვიდეოებს მათ შესახებ. როდესაც ვხედავ ცხოველს, რომელსაც პატრონი ცუდად ექცევა, ვფიქრობ, როგორ მოვიპარო ის, რათა აღვკვეთო ეს საშინელი დამოკიდებულება მისდამი. მგონია, რომ არც ერთი ცხოველი არ იმსახურებს ცუდად მოქცევას.

ამასთანავე, ყოველთვის განვიცდი, როდესაც ცუდ ისტორიებს ვიგებ ცხოველების შესახებ, თუ თქვენც ასე
ხართ, მიხვდებით, რასაც ვგრძნობ ყოველთვის, როდესაც მათზე ვფიქრობ. და აი, ჩამონათვალი, სადაც ცხოველების ჭეშმარიტი მოყვარული
თავის თავს ამოიცნობს:

1. როდესაც ცუდად ექცევა პატრონი ცხოველს და ეს ჩემ თვალწინ ხდება, კონტროლს ვკარგავ და ყველანაირად ვცდილობ, არ დავაჩაგვრინო ის, თვით პატრონსაც კი (თუმცა, ხშირად მეუბნებიან, რომ სხვის საქმეში ვერევი).

Zooclub

2. როდესაც გავიცნობ ადამიანს და აღმოჩნდება, რომ მას ჰყავს სახლში ცხოველი, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი კითხვა დავუსვა მისი ოჯახის ბინადარზე და მის პასუხებს ყურადღებით ვუსმენ.

Zooclub

3. ჩემი ტელეფონი, კომპიუტერის ეკრანი გამფორმებულია ცხოველების ფოტოებით.
თუკი ჩემი მეგობრები ცხოველებზე გამორჩეულ ფოტოს, ან ვიდეოს ნახავენ, მაშინვე მიგზავნიან.

Zooclub

4. როდესაც ქუჩაში მივდივარ, ვხედავ ძაღლს ან კატას, ხელიდან არ უშვებ მომენტს, რომ არ მოვეფერო მას. ყველაზე დასანანია, როცა ცხოველთა მოყვარულს არ ჰყავს შინ ცხოველი.

Zooclub

5. არც ერთ სასაცილო ფილმზე ან ამბავზე არ მეცინება ისე, როგორც ცხოველების სასაცილო ჟესტებსა და მოქმედებებზე.

Zooclub

6. ზოოპარკში სტუმრობისას, მე ყოველთვის სევდიანი ვბრუნდები.
განვიცდი გალიაში გამომწყვდეული ცხოველების ყოფას.

Zooclub

7. დიდ დროს ვუთმობ ვიდეობს, ან ფილმებს ცხოველებზე.
როცა  ვუყურებ ტრაგიკულ ფილმებს მათი მონაწილეობით ტირილი მინდება.

Zooclub

8. როდესაც ადამიანები მეკითხებიან, რომელი ცხოველი უფრო მიყვარს, ვერ გადამიწყვეტია, რა ვუპასუხო.
ყველა ცხოველი ისეთი საყვარელია, რომელი ავირჩიო, არ ვიცი.

Zooclub
თუ თქვენ ამ ჩამონათვალიდან ნახევარზე მეტს მაინც აკმაყოფილებთ, ნამდილად ცხოველთა მოყვარული ადამიანი ბრძანდებით. მე კი მისურვეთ, რომ სულ მალე პატარა ოთხფეხა ბინადარი შევიძინო, რომელსაც სითბოსა და ყურადღებას არ მოვაკლებ.



ტეგები
დალი
მეც ასეთი ვარ. გაიხარეთ და გამრავლდიტ კეტილო ადამიაებო
manana-sh
ვაიმე!!!!!!!!!! ზუსტად ასეთი ვარ. განსაკუთრებულ სითბოს უპატრონო ცხოველების მიმართ გამოვხატავ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე მათგანს ჩემთვის ზიანი მოეტანოს!
marusia
ასე მეგონა ეს სტატია მე დავწერე! არც მე მყავს სახლსჰი შინაური ცხოველი მაგრამ გარეტ მყავს ტანაც ორი- მაშა და პაშა ორი ცელქი გოგო . ბევრი მეჩხუბება გამოდი შვილა არ მიეკარო მაგ დეგენერატ ძაღლსო ამის საპასუხოდ ვუქსევ და ყველა წივილ-კივილით გარბის . მეორე დღეს მსაყვედურობენ ღამე შეგვაწუხაო მე ვეუბნები ღირსები ხართ ჩემსავიტ რო გიყვარდეთ არ შEგაწუხებთ მეთქი მიყვარს ყველა ჩემნაირი '' ავადმყოფი''
oliko
გაიხარეტ და იცოცხლეტ დიდხანს ტკვენნაირები ბევრნი უნდა იკოტ ამ კვეკანაზე
lali
ძალიან მიხარია, ასეტი ადამიანები რომ არსებობენ. მეც ასეთი ვარ, ძალიან მებრალება უპატრონო და მიუსაფარი ცხოველი და ყოველთვის ვპატრონობ უპატრონო ძაღლებს და კატებს, ვაჭმევ და ვეფერები, ხშირად სახლშიც მიმყავს გარკვეული დროით, როცა ცივა ან ძალიან პატარები არიან. ამის გამო ბევრი ადამიანი მკიცხავს. მიაჩნიათ, რომ ეს სამარცხვინო საქციელია და უპატრონო ცხოველებს არ უნდა ვაჭმევდე. თურმე ძაღლები ღამით რომ ყეფენ, კარგად არ ძინავთ და ასეთი მიზეზები. ხშირად ჩივიან და საბრალო ცხოველებს გვართმევენ და ეგრეთწოდებულ თავშესაფრებში მიყავთ, ქუთაისში, იქ კი ისეტი საშინელი პირობებია, რომ მერე თვეების განმავლობაში ამ ცხოველების დარდით ვკვდები, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია.ასეთ სასტიკ რეალობაში ვცხოვრობთ და კარგი ისტორიების წაკითხვისას თავს ბედნიერად ვგრძნობ. ღმერთმა ყველას გაუნათოს გონება და ისწავლონ ცხოველების სიყვარული
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?