თბილისის მერის პატარა ”მრჩეველი”
თბილისის მერის პატარა ”მრჩეველი”
თბილისის მერიაში, 21-ე სართულზე უკვე რამდენიმე დღეა, ახალი და ძალიან საპატიო ბინადარი ცხოვრობს - უსაყვარლესი მეტისი ლეკვი, სახელად ”ტიფანი”, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში ვიზიტის დროს ნახა და მერიაში წაიყვანა.

ირაკლი გაფრინდაშვილის
მიერ ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული ფოტოებიდან, სათაურით ”თათბირი”, ჩანს, რომ ტიფანი იმდენად კარგად შეეგუა ახალ გარემოს, რომ ის ბატონ მერს ”თათბირზე” უკვე ”რჩევებსაც აძლევს”.

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს თბილისის მერმა მუნიციპალური თავშესაფარი მოინახულა. ხოლო მოგვიანებით, იქიდან წამოყვანილი ლეკვისთვის სახელი სოციალურ ქსელში ფეისბუქმეგობრებთან ერთად შეარჩია.

Zooclub


Zooclub
მაკა ფერაძე
როგორი კარგი სანახავია:) უმაგრესი ადამიანია და იმედია მორიტორინგის თანამშრომლები ცხოველთა დამცელებით დაკომპლექტება.
იზა
მეც მიხარია ტიფანის ასეთი კარგი ბედი რომ ხვდა წილად და ნეტა ყველა მიუსაფარი ასეთ ხელში მოხვდეს, მაგრამ იქნებ კახიმ სხვა თავშესაფრის ბინადრებზეც და თავშესაფარზეც იზრუნოს, ეს ხომ მისი წინასაარჩევნო დაპირებაა :)
emigranti manana
ყოველთვის ვფიქრობდი,რომ კახი კალაძე კარგი ადამიანია,ეს ასეც არის,ღმერთს ვთხოვ ,ჯანმრთელად დაბედნიერად იყოთ,ბატონო კახი,თქვენს მშვენიერ ოჯახთან ერთად.
ლამარა ბებო
ძალიან მიხარია,რომ ჩვენ მერს ცხოველები უყვარს.ამ ცუგაზეა ნათქვამი ძაღლის ბედი აქვსო. ისე ცოტა უკეთესი იქნებოდა უპატრონო ბავშვთა სახლიდანაც აეყვანა ერთი-ორი ბავშვი, როგორც აკეთებენ ცნობილი, მდიდარი ოჯახები.
xyz
ბატონო კახა, "ტიფანის" მადლი ყველგან წინ დაგხვდებათ. თქვენი ოჯახის წევრების და მაგ ლეკვის მსგავსად ვერავინ შეგიყვარებთ და გიერთგულებთ. რადგან ცხოველები ასე გიყვართ, ე.ი. ძალიან კეთილი ხართ, რაც ძალიან მახარებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?