კახა კალაძე - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარზე გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება, თავშესაფარში ჭირის ეპიდემია არ არის (+ფოტო)
კახა კალაძე - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარზე გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება, თავშესაფარში ჭირის ეპიდემია არ არის (+ფოტო)
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარზე გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება და თავშესაფარში ჭირის ეპიდემია არ არის, - ამის შესახებ კალაძემ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხდა.

კალაძის თქმით, ამ მიმართულებით რეორგანიზაცია იგეგმება და შესაძლოა, მერიამ დამატებითი ხარჯებიც გაიღოს.

"ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი, ვრცელდებოდა ინფორმაციები, თითქოს სამ თავშესაფარში იყო გავრცელებული ჭირი, არის გაუსაძლისი პირობები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ მიმართულებას ჩვენგან დიდი ყურადღება დაეთმობა. გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. უახლოეს მომავალში ახალი ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი.
ცვლილებებს და რეფორმების განხორციელებას ვაპირებთ. თუ რამე პრობლემა იქნება, მოვაგვარებთ.
აქ არის შესაძლებლობა, რომ თავშესაფარი
გაფართოვდეს. ახალი ხელმძღვანელობა წარმოადგენს გეგმას, რა უნდა გაკეთდეს, რა რეფორმები უნდა განხორციელდეს, ჩვენ დავეხმარებით. თუ დამატებითი დახმარება იქნება საჭირო, მზად ვართ, დამატებით ხარჯები გავიღოთ", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან კალაძემ წაიყვანა ლეკვი, რომელიც მისივე თქმით, მერიაში დაიდებს ბინას.

"გვყავს ახალი მეგობარი, რომელიც ჩვენთან მერიაში წამოვა და იქ იქნება. სახელი ჯერ არ ვიცით, შევურჩევთ", - აღნიშნა კალაძემ.
გალერეა
სურკა
ლეჟავამ რომ მეორე ლეკვი წაიყვანა იმედში გადასხმებს უკეთებენ და ჭირი აქვსო. მოიკითხეთ მერე ბატონო მერო. აი ეგ ტყუილი რომ ჭირი არ არისო, ბევრს შეცდომაში შეიყვანს, მიიყვანენ იქ ძაღლებს და დაიხოცებიან. ეგ თქვენი ტყუილი ბევრ ძაღლს შეიწირავს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?