მერია მტაცებელი ცხოველების ქცევის წესებთან და მახასიათებლებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის რეკომენდაციებს გამოსცემს
მერია მტაცებელი ცხოველების ქცევის წესებთან და მახასიათებლებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის რეკომენდაციებს გამოსცემს
23 ივნისს თბილისის მერიაში მტაცებელი ცხოველების ძებნის ოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურების წარმომადგებლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სფეროს სპეციალისტები დაესწრნენ. მონაწილეებმა სამძებრო სამუშოებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი შეაჯამეს და ის სარეკომენდაციო ინფორმაცია მოამზადეს, რომელიც მოსახლეობას ვეფხვისა და ზოლებიანი აფთრის ძებნის ოპერაციასთან დაკავშირებით მიეწოდება.

მერიის ინფორმაციით, რეკომენდაციები შეიცავს ცხოველთა ქცევის წესებთან და მათ მახასიათებლებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მოსახლეობას ასევე ეცნობება, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რა ტიპის ტერიტორიები მიეკუთვნება რისკის ზონას.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, სპეციალისტების ეფექტური მუშაობისთვის ცრუ
გამოძახებების მინიმუმამდე დაყვანა აუცილებელია.

"ის ადამიანები, ვინც ავრცელებენ ინფორმაციას,
რომ, თითქოს, შემოესმათ ვეფხვის ღრიალი, გეტვით, რომ ვეფხვი არ ღრიალებს. ამ ტიპის რეკომენდაციები იქნება შემუშავებული, რათა ცრუ განგაშები მინიმუმზე დავიდეს. ჩვენს სპეციალისტებსა და სამსახურებს უნდა დარჩეთ უფრო მეტი დრო, საშუალება და რესურსი, რომ ნამდვილ შეტყობინებაზე მოახდინონ დროული რეაგირება", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
მერიის განცხადებით, შეხვედრაზე სამძებრო სამუშოებში ჩართულმა მხარეებმა უფრო ეფექტური კომუნიკაციის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებებზეც იმსჯელეს.
თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, უკვე გავრცელებულია ფოტო-მასალა, თუ როგორ გამოიყურება მტაცებლების ანაბეჭდები.

"იძებნება ვეფხვი და ზოლებიანი აფთარი. ზოლებიანი აფთარი ნაკლებად სახიფათო ცხოველია, რაც შეეხება ვეფხვს, არავინ ეცადოს ვეფხვთან მიახლოებას და რაიმე კონტაქტის დამყარებას. ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და დიდი თხოვნა მაქვს, შეწყდეს ცრუ ინფორმაციის გავრცლება. სოციალურ ქსელში ჩვენ უკვე გავავრცელეთ ფოტო-მასალა, თუ როგორ გამოიყურება ანაბეჭდების კვალი", _ განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

მერიაში აცხადებენ, რომ მტაცებელი ცხოველების ქცევის წესებთან და მახასიათებლებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის რეკომენდაციები საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდება.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?