error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/9baf47d01b3f3d6de09bd2502cdf7427.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
10 ცხოვრებისეული რჩევა თქვენი კატისგან
10 ცხოვრებისეული რჩევა თქვენი კატისგან
კატა პრაქტიკული ცხოველია. მას შეუძლია გასწავლოს, თუ როგორ უნდა მოგეპყრონ სხვები და პატივი სცენ შენს საზღვრებს. როგორ ახვიდეთ უმაღლეს ხეზე, თუ ეს გინდათ. ამასთანავე, მან იცის, რომ გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს და საკუთარ თავს ყოველთვის უნდა მოუაროთ. იცოდეთ, რომ თქვენ თავად აკონტროლებთ ემოციებს, მოთხოვნილებებსა და ცხოვრებისეულ მიზნებს.

და მაინც, რას გვირჩევდა კატა საკუთარი თავის პოვნისა და ჩვენი ცხოვრების გასალამაზებლად?

მე შენ მიყვარხარ, მაგრამ საკუთარი თავი უფრო მეტად მიყვარს: გიყვარდეს საკუთარი თავი. გაილამაზე საკუთარი სხეული, დაისვენე 18 საათის განმავლობაში (ან დრო
განსაზღვრეთ ადამიანის ეკვივალენტით), მთელი დღის მანძილზე საკვები მცირე ულუფებით 4-5-ჯერ მიიღეთ. აკეთეთ ის, რაც ყველაზე
მეტად გაინტერესებთ. საკუთარი თავისთვის განსაზღვრეთ მაღალი სტანდარტები და მიჰყევით მას, თითქოს სხვა გზები არ არსებობდეს. მნიშვნელოვნად აქციეთ თქვენი ინტერესები - ფიზიკური, ემოციური და სულიერი. როდესაც ყოველმხრივ ჯანმრთელი იქნებით, შეუძლებელი არაფერი იქნება.

მიიღე საჩუქრები და დააფასე ყოველივე დადებითი: "მე ზოგჯერ ცოცხალმკვდარ თაგვს მოგიყვან. დიახ, ეს საჩუქარია. თუ ეს ის ნივთი არაა, რომელიც გინდოდა, იცოდე, რომ ძღვენი სიყვარულისთვის მოგართვი." ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. შეამჩნიე ყოველი მათგანი და დააფასე ისინი, ვინც დაგასაჩუქრა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის ცხოველი, ადამიანი, თუ სამყარო.

მოახდინე ორიენტირება  იმაზე, რაც ნამდვილად გსურს და იყავი მის სიახლოვეს, სანამ არ მიიღებ: სიტყვა "არა" არ არსებობს. "მე მშიერი ვარ. შენ დგები საწოლიდან და ჩემთვის საკვებს ამზადებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძილის გაგრძელების უფლებას არ მოგცემ. მე მიყვარს გამთენიისას აივანზე გასვლა და ყურება, თუ როგორ ამოდის მზე და ვიცი, რომ შენ ადგები, რათა აივნის კარი გამიღო." გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რომ მიიღო ის, რაც გჭირდება და ჩართე ამაში სხვებიც, რათა დაგეხმარონ.

ასწავლე სხვებს, როგორ უნდა მოგეპყრონ: აჩვენე მათ როლური თამაში და რბილად, მაგრამ დაჟინებით აიცილე თავიდან არასასიამოვნო სიტუაციები. "მე მინდა, რომ ახლა, ამ წუთში მომეფერო, ამიტომ ამოვალ და დავჯდები შენს კალთაზე. თუ ადგები და სადმე გახვალ, ყველგან თან გამოგყვები. მაინც დაგანახებ, როგორი საყვარელი ვარ. კარგი, საკმარისია, აღარ მინდა მოფერება,  ჩამოვხტები კალთიდან და თუ შემაჩერებ მსუბუქად გიკბენ ხელზე. და გთხოვ, ნუ ეცდები ჩემს მოფერებას, როცა მე ეს არ მსურს."

მოიქეცი ისე, როგორც მეფე: იყავით თავდაჯერებული იმ დროსაც კი, თუ შინაგანად გარკვეული ეჭვები გაქვს საკუთარი თავის მიმართ. თუ ამ მეთოდს ხშირად გამოიყენებ, შენი ტვინი ამას დაიჯერებს. "მეფე ჯამბაზი არაა, ამიტომ ნუ მომაბეზრებთ თავს ხუმრობებითა და უაზრო თამაშებით, რომელიც ჩემს ღირსებაზე დაბლა დგას, ამან შეიძლება, დააბინძუროს ჩემი ბეწვი და სტრესი მივიღო. თუ მე ვაკეთებ რაიმეს, ეს ჩემთვის სასარგებლოა ან მჭირდება, ხოლო ახლა მე ვზივარ წიგნის თაროზე და ზემოდან გიყურებ. ეს ასეც უნდა იყოს."

გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს: "ფუმფულა, დავარცხნილი ბეწვი და ლამაზი აქსესუარები, ეს არის ჩემი საზრუნავი. ძაღლისგან განსხვავებით, მე საკუთარი თავის მოვლას დიდ დროს ვუთმობ. ყელსაბამი, რომელიც მიკეთია, უნდა აკმაყოფილებდეს ჩემს პიროვნებას. ის უნდა იყოს უბრალო, მაგრამ ელეგანტური." მოგწონთ ეს თუ არა, თქვენი გარეგნობა აჩვენებს გარშემომყოფებს, თუ როგორ აფასებთ საკუთარ თავს. იმ დროსაც კი, თუ ლამაზად საუბრობთ, მაგრამ  "ბეწვი" უხარისხოა, ხოლო აქსესუარები არ ბრწყინავს, თქვენი სამეფო ღირსება შელახულია.

იყავი დამოუკიდებელი: "მე შენზე ვარ დამოკიდებული საკვებისა და წყლის მხრივ, რადგან შენს სახლში ვიმყოფები, თუმცა, მხოლოდ საკუთარ თავს ვენდობი. მე ვიცი, რომ ყოველი ქმედება, განწყობა, ნაბიჯი ჩემი გადასაწყვეტია და საკუთარ ბედნიერებაზე თავად ვაგებ პასუხს. მიყვარს კამპანია, თუმცა, მიზიდავს მარტოობაც. საკუთარ განწყობაზე, ემოციასა და მოთხოვნილებაზე  თავად ვაგებ პასუხს." 

დააფასე ჩემი საზღვრები: "გიკბენ ან გავაპროტესტებ, თუ გამაღვიძებ, წამართმევ სათამაშოს, მოიყვან სახლში ძაღლს ან რამენაირად დაანგრევ ჩემს გარშემო არსებულ საზღვრებს. აქ მეც საკმარისი ვარ. მე მჭირდება მთელი შენი ყურადღება და დრო. ჩემს მიმართ პატივისცემა და შენთან ერთად განაწილებული გარემო, შენს ცხოვრებას მარტივს ხდის, მე კი - ბედნიერს. ბევრს არ ვითხოვ, მაგრამ მომწონს, როდესაც პატივისცემით მეპყრობიან."

ნუ შეუშინდები წინააღმდეგობებს:
"აცოცდი ყველაზე მაღალ ხეზე იმ დროსაც კი, თუ არ იცი, როგორ უნდა ჩამოხვიდე. წადი იქ, სადაც ყოველთვის გსურდა წასვლა და ნუ შეშინდები. შენ ყოველთვის იპოვი სახლის გზას, მაშინაც კი, თუ არ იცი, როგორ უნდა დაბრუნდე. პარალიზებულ შიშში ყოფნა იმ ცხოველებს ახასიათებთ, რომლებსაც იმაზე პატარა ტვინი აქვთ, ვიდრე მე და შენ."

განაგრძე წინსვლა: "თუ ჩამოვარდები, მიწაზე ოთხი თათით დაეშვები, შემდეგ შექმენი იმიჯი, რომ ასე იყო დაგეგმილი. არ გააკეთო კონცენტრირება ვარდნაზე, იფიქრე, რომ შენ ფეხზე ხარ დავარდნის შემდეგ. ყოველი ჩვენგანი ზოგჯერ ვვარდებით. ადექი და გზა განაგრძე. მე არასოდეს ვაანალიზებ, თუ რატომ დავვარდი (იმიტომ, რომ არ ვიცი!). ასევე, არასოდეს ვსჯი საკუთარ თავს სიტყვებით: "მე არ შემიძლია ეს" ან "მე ყოველთვის ასე მემართება".  უბრალოდ ვფიქრობ: "დავვარდი. წინ, ახალი თავგადასავლებისკენ!"

ასევე იხილეთ:

მხოლოდ მათთვის, ვისაც ცხოველები უყვარს

როგორ მივიზიდოთ წარმატება მანეკო-ნეკოს დახმარებით

5 ნიშანი, რომ კატა სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?