ზღარბი ქალაქში
ზღარბი ქალაქში
ზოოლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და ნახეს, რომ ზღარბები შესანიშნავად ადაპტირდებიან ქალაქში ცხოვრებისთვის. ითვლება, რომ ეს ძუძუმწოვრები პლანეტაზე დაახლოებით 15 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და გარემოს საკმაოდ სერიოზული ცვლილებები გადაიტანეს, მათ შორის ურბანიზაცია.

ჰამბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ზღარბებზე სპეციალური თერმომგრძნობიარე გადამცემი დაამაგრეს, რათა გაერკვიათ, თუ როგორ გრძნობენ ზღარბები თავს ქალაქში. მოწყობილობამ სპეციალისტებს ზღარბების ქცევის, მათი არსებობის ადგილი და ძილის პერიოდის კონტროლირების საშუალება მისცა.  ასევე, მეცნიერები იმედოვნებდნენ გამოევლინათ მთავარი პრობლემები, რასაც ზღარბები ქალაქში ცხოვრების დროს აწყდებიან.

შედეგმა აჩვენა, რომ ზღარბები მშვენივრად ეწყობიან გარემოს. ქალაქის ცხოველები
ძირითადად მთელ დღეს მშვიდ ბაღებსა და პარკებში ატარებდნენ, ხოლო შუაღამისას ქუჩასა და პარკებში საკვებისა და
თავისი სახეობის ძებნის მიზნით გამოდიოდნენ.
ამგვარად, ზღარბებს მინიმუმამდე დაჰყავთ ადამიანებთან კონტაქტი. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ქალაქში მცხოვრები ზღარბები ღამითაც კი იმაზე მცირე ტერიტორიას იყენებენ, ვიდრე ტყის ზღარბები.

ასევე, მეცნიერების დაკვირვებით გაირკვა, რომ ზამთარში ზღარბების სხეულის ტემპერატურა და ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე მნიშვნელოვნად კლებულობს. ეს ნიშნავს, რომ ქალაქში მცხოვრები ზღარბები ჩვეულებრივ იძინებენ. “ქალაქში მცხოვრებთა” და “ტყის მცხოვრებთა” ამ პერიოდის მონაცემები ბევრში ერთმანეთს ემთხვევა, მიუხედავად ქალაქში ზამთრის საკვების საგრძნობლად შემცირებისა და უწყვეტი ხმაურისა.

ზოოლოგები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ქალაქის ზღარბებს მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ბაღებსა და პარკებში წვდომაზე, სადაც ისინი ზამთრის მშვიდად გატარებას შეძლებენ. ზღარბებს განსაკუთრებით უყვართ ხშირი ბალახი, სადაც ისინი უცხო თვალისგან კარგად დაიმალებიან და მომავალი თაობის გამოზრდას შეძლებენ. ძირითადი პრობლემები, რასაც ცხოველები აწყდებიან, არის ტრავმები, რომლებსაც ისინი ბაღში სამუშაო ინსტრუმენტებისგან იღებენ, ასევე ვირთხის წამალი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?