error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/302922719c7413aa561732f6cb48e163.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
კატა და ძაღლი - როგორ მივაჩვიოთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას!
კატა და ძაღლი - როგორ მივაჩვიოთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას!
საინტესო და რთულია სახლში ახალი ბინადრის მოყვანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახლში უკვე არის ძაღლი, არადა კატის ყოლაც გსურთ, და პირიქით. მილიონი ძაღლი და კატა ცხოვრობს ჰარმონიულად და მილიონობით ადამიანი თვლის, რომ სახლი არ იქნება სავსე, ერთი მათგანიც რომ აკლდეს. მათი ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ადვილი არ არის. რა უნდა გავაკეთოთ?

გაცნობა
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავსვათ ეს ცხოველები მოულოდნელად პირისპირ და ერთმანეთში საქმის გარჩევა თავად მივანდოთ. ასეთი მეთოდი ძალიან აგრესიულია და საშიში, განსაკუთრებით კატისთვის. ზოგმა ძაღლმა კატაში შეიძლება ნადირობის ობიექტი დაინახოს
მაშინაც კი, თუ იგი ძალიან მშვიდი და მეგობრულია. გარდა ამისა, ძაღლს, როგორც წესი, შეიძლება ქონდეს
ინსტინქტური რეაქცია კატის გაქცევის მცდელობის დროს. გაცნობა უნდა მოხდეს პატრონების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რომლებმაც სიფრთხილე და მოთმინება უნდა გამოიჩინონ.

თავისი ფსიქოლოგიური კომფორტისთვის კატა ახალ სახლში ყოფნის პირველ პერიოდში იზოლირებული უნდა იყოს (მაგალითად საძინებელ ოთახში), სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, სანამ ძაღლის ხმებსა და სუნს მიეჩვევა. უბრალოდ უნდა დარწმუნდეთ, რომ მას იმ ოთახში ყველაფერი, რაც აუცილებელია, აქვს და ოჯახის წევრები რეგულარულად უნდა აკითხავდნენ.

ცხოველებს ერთმანეთის ნახვისა და გაცნობის უფლება მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ შეიძლება დართოთ. არ უნდა მისცეთ უფლება ძაღლი გაეკიდოს კატას მაშინაც კი, თუ მას მხოლოდ თამაში უნდა: კატა უნდა მიეჩვიოს ძაღლის იქ ყოფნას და მასზე მშვიდად უნდა რეაგირებდეს. კარგი იქნება, თუ მათ კარგ საქციელს აღნიშნავთ, მოეფერებით, შეაქებთ და გემრიელი სასუსნავითაც კი დააჯილდოებთ.

Zooclub

ძირითადი წესები
იმისთვის, რომ სახლში კატამ და ძაღლმა მშვიდობიანად იცხოვროს, სპეციალისტებმა რამოდენიმე წესი შეიმუშვეს. მათგან ძირითადია:

1. დარწმუნდით, რომ კატას ყოველთვის აქვს გასაქცევი და დასამალი ადგილი, როცა კი მას ეს მოესურვება.

2. არ უნდა მოხდეს ცხოველებს შორის დაახლოების დაჩქარება - გაცნობის მერე ისინი თავად გაარკვევენ თავის ურთიერთობებს.

3. შეამზადოთ შინაური ცხოველი ახალი წევრის მოყვანისთვის, აუცილებელია ცვლილებების განხორციელება მის მოსვლამდე.

4. თქვენი ცხოველის რეაქციის წინასწარ განსაზღვრა მეორეს სახლში შემოსვლამდე.

როდესაც ახალი ბინადარი სახლში შემოდის, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ასაკოვანი ცხოველები უფრო მომთმენები არიან. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია იმიტომ, რომ კნუტებს ძაღლების დანახვისას ინსტინქტურად გაქცევა სურთ (ძაღლებისთვის გამაღიზიანებელი ქმედება), ლეკვები კი დიდ კატასაც შეიძლება თავს დაესხან, რამაც შეიძლება საპასუხო ქმედება გამოიწვიოს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?