5 ნიშანი, რომ კატა სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ
5 ნიშანი, რომ კატა სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ
ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან მიიჩნევენ, რომ კატები არა მხოლოდ ნაზი, მოსიყვარულე არსებები არიან, არამედ - დეპრესიული, გულის დაავადებების მქონე და მეტიც, ალკოჰოლიკი ადამიანების ნამდვილი მკურნალები.

კატები გვასწავლიან, როგორ დავდგეთ "თათებზე", სადაც არ უნდა გადაგვისროლოს ცხოვრებამ

მელბურნის (ავსტრალია) უნივერსიტეტის სპეციალისტები სამი თვის განმავლობაში აკვრდებოდნენ პაციენტებს, რომლებიც სოციოფობიით, ნევროზით, დეპრესიით იტანჯებოდნენ. კვლევაში 200-მდე პაციენტი მონაწილეობდა.

ყოველ მათგანს ექიმები სხვადასხვა მეთოდით მკურნალობდნენ - დაწყებული ფსიქოთერაპიით, დამთავრებული აუტოტრენინგით.

კვლევის ბოლოს, ყველაზე პოზიტიური შედეგი ფელინოთერაპიამ აჩვენა, ანუ ექიმი ბელინდა შტრუმანი პაციენტებს აჩვენებდა კატების ფოტოებს.

შტრუმანი აღნიშნავს,
რომ ის პაციენტები, რომლებიც ფელინოთერაპიით იყვნენ დაკავებულნი, უფრო სწრაფად გამოდიოდნენ კრიზისული სიტუაციიდან, ვიდრე ტრადიციული მეთოდით
მკურნალი პაციენტები.

"ბავშვობაში ჩვენ ფერმაში ყოველთვის ცხოვრობდა კატა. მახსოვს, რთული პერიოდის დროს ბებია ყოველთვის მეუბნებოდა - ნუ იდარდებ, შეხედე ჩვენს კატას, ჯეის, როგორი თავისუფალი და ამაყიაო. მას სულ არ აინტერესებს სხვების აზრი. კატები გვასწავლიან, გავხდეთ ინდივიდუალურები და საიდანაც არ უნდა გადმოგვაგდოს "ქარმა", ყოველთვის "თათებზე" დავდგეთ",- ამბობს შტურმანი.

ამიტომ, იმეგობრეთ კატებთან. როგორც მეცნიერები ამბობენ, მათთან კავშირი დაგეხმარებათ ნერვიული სისტემის მოწესრიგებასა და სტრესისგან გათავისუფლებაში.

კატა არ მოგცემს საშუალებას გახდე ალკოჰოლიკი

მძიმე დღე გქონდათ? სურვილი გაქვთ ალკოჰოლი მიიღოთ? უმჯობესია, კატას მოეფეროთ. ტორონტოს (კანადა) უნივერსიტეტის ნეიროფიზიოლოგების თქმით, კატის კრუტუნი ტვინში იგივე ნეირონებს ააქტიურებს, რასაც სასიამოვნო საკვების ან ალკოჰოლის მიღება.

Zooclub

სტატისტიკურად, შინაური ბინადრების მფლობელებს შორის (განსაკუთრებით კატის მფლობელები) ნაკლებია ალკოჰოლიკი ადამიანები, ვიდრე მარტოხელა ადამიანებში.

სკანდინავიური ქვეყნების (ფინეთი და ნორვეგია) ნარკოლოგიურ კლინიკებში ხშირად მიმართავენ ანიმალოთერაპიას (მკურნალობა ცხოველების დახმარებით). ეს ძალიან ეფექტური საშუალებაა და უთანაბრდება მედიკამენტებით მკურნალობას ალკოჰოლიკებსა და ნარკოდამოკიდებულ ადამიანების სამკურნალოდ.

ექიმების თქმით, ანიმალოთერაპია ორ დადებით საქმეს აკეთებს - როდესაც პაციენტი ეჩვევა ცხოველს, მას უჩნდება პასუხისმგებლობა და მზრუნველობა ოთხფეხა ბინადრის მიმართ. ამასთანავე, დიდი ალბათობაა, რომ ცხოველმა სამუდამო სახლი იპოვოს თავისი დროებითი მეგობრის დახმარებით. ხშირად ხდება, როდესაც პაციენტს გამოჯანმრთელების შემდეგ კატა ან ძაღლი სახლში მიყავს.

კატა, როგორც გულის დაავადებების საუკეთესო მკურნალი

ედინბურგის (შოტლანდია) მკვლეავრებმა მიაგნეს კავშირს ადამიანის ჯანმრთელობასა და მის შინაურ ბინადარს შორის. კვლევაში 10 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათი ასაკი 40-დან 85 წლამდე იყო. სხვა შინაურ ბინადრებთან შედარებით, კატა სამკურნალო თვისებებით ლიდერობდა.

ამასთანავე, კატის მფლობელები 18-20%-ით ნაკლებად ავადდებოდნენ გულის დაავადებებით.

დიდ ბრიტანეთში 85 წელს მიღწეული ადამიანების 70%-ს სახლში კატა ჰყავს.

ექსპერტების აზრით, კატები მამაკაცებს სიცოცხლეს უხანგრძლივებენ.

კატები კიბოს რისკს აქვეითებენ

სტენდფორდის უნივერსიტეტის ონკოლოგიური დაავადებების მკვლევარები შვიდი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ კვლევებს რამდენიმე ათას პაციენტთან. კვლევის მიზანი იყო, როგორი ცხოვრებისეული გარემო აქვს ადამიანს და რა გარემო პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს კიბოს დაავადება.

ანკეტის შევსებისას გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც სახლში შინაური ბინადარი (ძაღლი, კატა) ჰყავდათ, 30%-ით ნაკლებად ავადდებიან სიმსივნით, ვიდრე ისინი, ვისაც არ ჰყავთ შინ ცხოველი.

კატები, როგორც საუკეთესო ფიზიოთერაპევტები

კატა საუკეთესო დამხმარეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჰიპერტონიით იტანჯებიან. დამტკიცებულია: კატის ბეწვზე ხელის გადასმა არტერიულ წნევას დაბლა სწევს.

ამასთანავე, ეს ცხოველი საუკეთესო მკურნალია სტრესისა და სპაზმის დროს.

იმ შემთხვევაში, თუ გაცივდით ან გაწუხებთ ფეხებზე სიმძიმე, ნუ დაუშლით თქვენს ბინადარს მოკალათდეს თქვენს ფეხებთან ან მკერდთან, რადგან ამ დროს ბუნებრივი სითბო თქვენთვის პირველი წამალია.

საბოლოოდ, ექსპერტები თანხმდებიან, რომ კატა არა მარტო საყვარელი შინაური ბინადარია, რომელსაც მხოლოდ თქვენთან თამაში სურს, არამედ საუკეთესო მკურნალი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სტრესისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა.

ასევე იხილეთ:



5 სახეობის ცხოველი, რომელიც ადამიანს მკურნალობს

რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე?
datiko48
მყავდა შავი ფისო,რომელიც მოიყვანეს შვილებმა,მაგრამ გავუშვი დასასვენებლად,იყო ივნის თვე,ვუვლიდი ფისოს,მიწვებოდა გვარდზე,გაზეთის კითხვის დროს თათებს მადებდა ხელზე და "აყირავებდა",შემდეგ დამაჯდებოდა მხარზე და თავს მილოკავდა,ხოლო "პახმელიაზე"მოდიოდა ნაზად მირტყამდა თათებს და ათ წუთში აღარ მაწუხებდა არც თავის ტკივილი და გამოსული ვიყავი"პახმელიიდან"!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?