"ნიანგის თავი და კუდზე კბილები"- ოკეანის სანაპიროზე აღმოჩენილი უცნაური არსება
"ნიანგის თავი და კუდზე კბილები"- ოკეანის სანაპიროზე აღმოჩენილი უცნაური არსება
კანადის მცხოვრებმა სანაპიროზე აღმოაჩინა უცნაური არსება - ნიანგის თავითა და კბილებიანი კუდით.

რამდენიმე ადგილობრივმა ივარაუდა, რომ ეს ლეგენდარული წყლის ურჩხული "კადბროზაურუსია", რომელიც თითქოს ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებთან ჩნდება. ადგილობრივი ოკეანერიუმის სპეციალისტის ვარაუდით კი, არსება, რომელმაც თვითმხილველები გააოცა, სკაროსის ერთ-ერთი სახეობაა.

სიდნეის პროვინციაში მცხოვრები, 43 წლის ნეილ ეირი ოკეანის სანაპიროზე სეირნობდა, როდესაც უცნაური წყლის ცხოველის ნარჩენები იპოვა. "როგორც მეთევზე, კარგად ვიცნობ ოკეანის არსებებს, მაგრამ ამ ცხოველმა გამაოცა", - ამბობს ნეილი.

კანადელმა თავიდან იფიქრა, რომ მის წინ დელფინი ან ვეშაპის ნაშიერი იყო, თუმცა, წყლის
ცხოველს კუდზე ბასრი, კბილების მაგვარი წანაზარდები ჰქონდა.

Zooclub

"მისი თავი ძალიან ჰგავდა ნიანგისას - რომბისებრი და
დიდი პირით."

მომდევნო დღეს ნეილი სანაპიროზე საცოლესთან ერთად მივიდა. მან მამაკაცი უცნაური არსების ნარჩენებთან ერთად გადაიღო და ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები წყლის უცნაურ ბინადარს მითიურ გმირს ადარებდნენ, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს დიდი კალიფორნიული სკაროსია, თუმცა, ამავე დროს ერთ-ერთი ბიოლოგი აღნიშნავს, რომ არასოდეს გაუგია, ნაპირზე წყალს სკაროსი გამოერიყოს.

ვიქტორიას უნივერსიტეტის სტუდენტის, ბრაინ ტიმერის განცხადებით, ის თითქმის დარწმუნებულია, რომ მამაკაცმა დასახიჩრებული სკაროსი იპოვა. მისი განმარტებით, არც ისე იშვიათია, როდესაც მეთევზეები წყლის ამ ცხოველს ფრთებს აჭრიან და ყიდიან, ხოლო სხეულს წყალში ტოვებენ. სწორედ მისი ნარჩენებია ნაპირზე გამორიყული.

წყარო: mirror.co.uk

ასევე იხილეთ:

ვირთხა თუ ჭია? ქალმა ამოუცნობი არსება ვიდეოზე გადაიღო

სანაპიროზე ზღვის უცნაური არსების ჩონჩხი აღმოაჩინეს, რამაც სპეციალისტები გააკვირვა

ფილიპინელმა აღმოაჩინა ცხოველი, რომელიც პლასტმასს ჰგავს
halagaji
ჩვენს ქვეყანას გავს))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?