ფილიპინელმა აღმოაჩინა ცხოველი, რომელიც პლასტმასს ჰგავს
ფილიპინელმა აღმოაჩინა ცხოველი, რომელიც პლასტმასს ჰგავს
ფილიპინელმა ზღვაში აღმოაჩინა უცნაური არსება, რომელიც სრულიად გამჭვირვალეა და ძალიან ჰგავს

პლასტმასს, თითქოს უცხოპლანეტელია. აღმოჩნდა, რომ ეს არსებები გავრცელებულია თბილ წყლებში, თუმცა, მათ ვერავინ ხედავს. 

ქალაქ ბალაბაგანში (ფილიპინები) მცხოვრებმა დიანა მიკელსონმა მცირე წყლების ფსკერზე გამჭვირვალე არსება აღმოაჩინა. გოგონას თავიდან ნაგავი ეგონა, რადგან ძალიან ჰგავდა პატარა პლასტიკურ ბოთლს, თუმცა, დაკვირვებისას მიხვდა, რომ ეს ცოცხალი არსება იყო, - წერს გამოცემა "thesun.co.uk"-ი.

Zooclub

მას ამ დრომდე, ილანას სანაპიროზე, მსგავსი არსება არ უნახავს. ზღვის ბინადარს კუდი, ხოლო სხეულზე ღრუ ჰქონდა. ცხოველზე ხელის დადებისას ჟელეს მაგვარი მასა

იგრძნობოდა.

Zooclub

დიანამ სპეციალისტებს მიმართა. აღმოჩნდა, რომ წყლის არსება სალპას (Salpidae)  ოჯახს მიეკუთვნება. ის ოკეანეებისა და
ზღვების ზედაპირზე ბინადრობს. მისი შინაგანი ორგანოების 99% წყლისგან შედგება, სწორედ ამიტომ მისი სხეული გამჭვირვალეა.

Zooclub

სალპა, რომელიც ფილიპინელმა იპოვა, Salpa Maggi-ის სახეობას მიეკუთვნება. მას აქვს ბარელის ფორმა და ხვრელი, საიდანაც სხეულის გავლით, წყალს უშვებს. სალპას ეს სახეობა ფიტოპლანქტონებით იკვებება და ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მის სხეულს ღამე ნათების უნარი აქვს. ისინი კოლონიებად ცხოვრობენ.

ასევე იხილეთ:

ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროზე ჩნდება ჩანთები, რომლის შექმნაშიც ადამიანის ხელი არ ურევია

სანაპიროზე ზღვის უცნაური არსების ჩონჩხი აღმოაჩინეს, რამაც სპეციალისტები გააკვირვა

სათვალთვალო კამერამ გადაიღო მელია, რომელმაც საფრთხე სწრაფად იგრძნო და გაიქცა... ამას ადამიანები ვერ შეამჩნევდნენ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?