ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროზე ჩნდება ჩანთები, რომლის შექმნაშიც ადამიანის ხელი არ ურევია (+ვიდეო)
ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე ნაკრძალის - "მის ჰატერის" წარმომადგენლები გვიზიარებენ, თუ რა არის ეს შავი ტომრები და რამ შექმნა ისინი...

საოცარი ქმნილება, რომელიც შავი ტყავის ჩანთას მოგაგონებთ, ბუნებრივი წარმონაქმნია და არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანის მიერ შექმნილ ნივთებთან. მეტიც, მისი აღმოჩენა შესაძლებელია არა მხოლოდ სანაპიროებზე, არამედ წყალშიც - ბოლო შემთხვევაში, მასთან მიახლოებას და ხელის მოკიდებას სპეციალისტების არ გვირჩევენ.

ეს ქმნილება ქაცვიანი სკაროსის კვერცხის გარსია. რაც ნაპირზე ხვდება, როგორც წესი, ცარიელია. მას შემდეგ, რაც სკაროსი გამოიჩეკება, გარსი ტალღებს ნაპირისკენ მოაქვს. წყალში კი შესაძლოა მასთან
მიახლოება საშიში იყოს, რადგან დიდი ალბათობაა, რომ  მის ქვემოთ ზრდასრული სკაროსი იმალებოდეს.

Zooclub

ქაცვიანი სკაროსის (ზღვის
მელია) კვერცხის გარსს სხვანაირად უწოდებენ ეშმაკის ან ქალთევზას ჩანთას. ხელის მოკიდებისას იგი მოგაგონებთ ტყავს, ხოლო შიგნიდან გამოიყურება, როგორც პლასტმასის ქისა. სინამდვილეში ეს კვერცხის დამცავი გარსია, რომელიც შედგება კოლაგენისგან - სტრუქტურული ცილებისგან. ხშირ შემთხვევაში, ყოველ კაფსულაში ერთი კვერცხია, რომელშიც მხოლოდ ერთი ემბრიონი ვითარდება.

რაც შეეხება გარსის ბოლოს არსებულ წანაზარდებს, რომელიც ჩანთის სახელურებს მოგაგონებთ - ისინი პასუხისმგებელნი არიან სუნთქვასა და სხვა ფუნქციების გამომუშავებაზე.

ამ მეთოდით მრავლდება ზვიგენის რამდენიმე სახეობა, თევზი ქიმერა და სკაროსების მხოლოდ ერთი ოჯახი - რობისებრთა ოჯახი (ლათ: ღაჯიდაე).

წყარო: sciencealert

ასევე იხილეთ:

ძაღლმა სანაპიროზე ისეთი რამ იპოვა, რომელიც უმუშევარ პატრონს დიდ ფულს მოუტანს

მამაკაცმა სანაპიროზე აღმოაჩინა "ცოცხალი ხალიჩა", სადაც ათასობით გაურკვეველ არსებას თავი მოეყარა

"ვაკიტა" - მსოფლიოში ყველაზე პატარა ვეშაპის სახეობა, რომელიც სპეციალისტების მონაცემებით, 12 ცალი შემორჩა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?