ძაღლმა სანაპიროზე ისეთი რამ იპოვა, რომელიც უმუშევარ პატრონს დიდ ფულს მოუტანს
ძაღლმა სანაპიროზე ისეთი რამ იპოვა, რომელიც უმუშევარ პატრონს დიდ ფულს მოუტანს
ზღვის სანაპიროზე გადაეყრებით ბევრ უცნაურ ნივთს, რომლებიც ტალღებს ნაპირისკენ მოაქვს.

ინგლისელი კენ უილმანი თავის ძაღლთან ერთად სეირნობდა, როდესაც მისმა ოთხფეხა ბინადარმა უცნაური ქვა აღმოაჩინა. მას საშინელი სუნი ჰქონდა, მაგრამ ძაღლი ნადავლს  არ შორდებოდა.

კენი სახლში დაბრუნების შემდეგ უცნაურ ნივთზე ბევრს ფიქრობდა. რამდენიმე საათის შემდეგ, ის კვლავ ნაპირზე დაბრუნდა და ქვა სახლში წაიღო. მისი უსიამოვნო სუნიც პერიოდულად იცვლებოდა და სასიამოვნო ხდებოდა.

ეს უჩვეულო ქმნილება ამბრა აღმოჩნდა (ნივთიერება, რომელიც გამომუშავდება ვეშაპის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. იგი ძალიან იშვიათი ნივთიერებაა, რომელიც გამოიყენება პარფიუმერიაში სუნამოების დასამზადებლად. მისი
შემცვლელი არ არსებობს).

Zooclub

ფრანგული პარფიუმერიის კომპანიები ამ უიშვიათესი ნივთიერებისთვის მზად არიან დიდი თანხა გადაიხადონ.

კენს
არაერთი კოსმეტიკური კომპანია დაუკავშირდა იმისათვის, რომ ქვა ეყიდათ. მამაკაცს ერთ-ერთმა ფრანგულმა კომპანიამ 300 გრამის სანაცვლოდ, 4 300 ფუნტ სტერლინგი შესთავაზა, ხოლო შვეიცარიული კომპანია 4-ჯერ მეტი თანხის გადახდას შეპირდა. ყველაფრის მიუხედავად, მამაკაცი მის გაყიდვას 100 000 ფუნტ სტერლინგად გეგმავს.

ასევე იხილეთ:

მისტიურმა ზღვის არსებებმა თინეიჯერს ფეხები "დაუღრღნეს"

ქალმა გახსნა საფოსტო ყუთი და ხელზე რაღაც უცნაური "ნივთი" მოხვდა...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?