ვირთხა თუ ჭია? ქალმა ამოუცნობი არსება ვიდეოზე გადაიღო
ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ვიდეო, რომლის გმირიც რაღაც ამოუცნობი არსებაა და ძალიან ჰგავს ძეხვს გრძელი კუდით. ის იატაკზე დაცოცავს, კუდსაც ამოძრავებს და თავისი უჩვეულო გარეგნობით შიშს იწვევს.

ვიდეო დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთმა მცხოვრებმა გადაიღო.

ინტერნეტ სივრცეში განხილვის საგანია, თუ რა არის ეს უცნაური არსება, თუმცა, ყველაზე მიახლოებული შეფასება გააკეთა ერთ-ერთმა მომხმარებელმა და აღნიშნა, რომ ეს  Rat tailed maggot-ია. ამასთანავე, ის გაკვირვებას გამოხატავს, რადგან წესით ეს ინდივიდი ასეთი სიდიდის არ უნდა იყოს.

Zooclub

სხვები აღნიშნავდნენ, რომ ეს არის დიდი ბუზის ლარვა განვითარების ეტაპზე ან რაიმე
გავრცელებული მწერის მუტაცია, რომელმაც უჩვეულო ფორმა მიიღო. 

განვითარების ეტაპზე, მწერი რამდენიმე სტადიას გადის და შესაძლოა,
დასაწყისში ის წყალშიც ბინადრობდეს, ხოლო გრძელი წანაზარდი, რომელსაც კუდს უწოდებთ, სუნთქვისას ეხმარება. თუმცა, რამდენად სწორია ვიდეოს კომენტარებში გამოთქმული ვარაუდები, ცნობილი არ არის.

ასევე იხილეთ:

მუშებს შენობის დემონტაჟისას აღმოჩენილი "ამოუცნობი არსებები" უცხოპლანეტელები ეგონათ

მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს უცნაური თევზი ეშვებითა და შავი ეკლებით - სპეციალისტები ჩიხში არიან

ეს პატარა არსება კუბაზე ბინადრობს... როცა გაიგებთ, რა ცხოველია, შესაძლოა, შიშის გრძნობა გაგიჩნდეთ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?