გაიცანით სასტიკი თაგვები, რომლებიც მორიელებს იჭერენ და მთვარის შუქზე ყმუიან (+ვიდეო)
თუ ფიქრობთ, რომ თაგვები და ზაზუნები უვნებელი და საყვარელი არსებები არიან, უბრალოდ არ გაქვთ ინფორმაცია სამხრეთ ამერიკაში ბინადარ მორიელების მჭერ თაგვების სახეობაზე (Onychomys).

მღრღნელი მტაცებელი ყველაფერს ღრღნის და ჭამს, მათ შორის მორიელებსა და შხამიან მრავალფეხებს (ორმოცფეხა).

დააკვირდით ამ უსაყვარლეს არსებას, თუმცა, მისი უცოდველი გარეგნობა ნუ მოგატყუებთ.

ამ სახეობის თაგვი ძალიან პატარა ზომისაა: ზრდასრული ინდივიდის სხეულის სიგრძე 9-13 სმ-ს აღწევს, ხოლო წონა - 60 გრ-ს.

მორიელის მჭამელი მღრღნელი ყველა პატარა ზომის არსებებს მიირთმევს, მათ შორის მწერებს, ხვლიკებს და მეტიც, სხვა სახეობის თაგვებს.

Zooclub

მას აქვს უნიკალური მახასიათებელი: იმუნიტეტი მორიელის შხამზე.

Zooclub

ამ შხამიანმა მრავალფეხამ
ეს-ესაა თაგვი მოკლა, მაგრამ მორიელების მჭამელს ეს არ აშინებს.


Zooclub

ამ შემთხვევაში, მას ეხმარება არა იმუნიტეტი, არამედ მოხერხება.

Zooclub

და რაც ყველაზე უცნაურია: სანამ ეს მღრღნელი ნადირობას დაუბრუნდება, ის მთვარის შუქზე ყმუილს იწყებს.

Zooclub

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

დედამიწის ბინადარი ყველაზე დიდი მწერები

ფრთამატყლიანი - საოცარი ცხოველი, რომელმაც ფრენა თითქმის ისწავლა

9 ცხოველი, რომლებსაც ზოოპარკში ვერასოდეს ნახავთ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?