დედამიწის ბინადარი ყველაზე დიდი მწერები
დედამიწის ბინადარი ყველაზე დიდი მწერები
რამდენიმე ხნის წინ მადაგასკარის ტყეებში ჩხირულების ორი ახალი სახეობა აღმოაჩინეს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ისინი დედამიწაზე ერთ-ერთი უდიდესი მწერები არიან. ჩვენს არასრულ ჩამონათვალში კი წარმოგიდგენთ გიგანტ მწერებს, რომლებიც დედამიწაზე ბინადრობენ.

Macrodontia cervicornis

Zooclub

უზარმაზარი ხოჭო ხარაბუზისებრთა ოჯახიდან, რომლის სიგრძეც 17,8 სმ-ს აღწევს.  ეს სახეობა სიცოცხლის დიდ ნაწილს (10 წლამდე)  ლარვას სტადიაში ატარებს, მისი სიგრძეც შესაძლოა 21 სმ-მდე აღწევდეს.

მისი ბინადრობის არეალია: სამხრეთ ამერიკის ნეოტროპიკული რეგიონი, პერუ, საფრანგეთის გვიანა, კოლუმბია, ეკვადორი და ბოლივია.

ოჭო - ჰერკულესი (dynastes hercules)

Zooclub

ფიფრფიტულვაშიანი ხოჭოების ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი,
რომლის სიგრძეც 17,1 სმ-მდე აღწევს. ის გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ასევე კარიბის კუნძულებზე.

ჩოქელები:
Mantodea, Mantoptera

Zooclub

ჩოქელების ზოგიერთი სახეობის სიგრძე 18 სმ-მდე აღწევს. ზოგადად ის მწერებით იკვებება, თუმცა დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ყველაზე დიდი ზომის ჩოქელას უნარი აქვს მოინადიროს პატარა რეპტილია, ფრინველი ან ძუძუმწოვარი.

ჩხირულა: Achrioptera maroloko

Zooclub

ჩხირულას ეს სახეობა მადაგასკარზე რამდენიმე ხნის წინ აღმოაჩინეს. Achrioptera maroloko-ს მდედრი 24 სმ-მდე აღწევს, ხოლო მამრს ღია შეფერილობა აქვს, რომელიც საწინააღმდეგო სქესის ყურადღების მიქცევაში ეხმარება.

ჩხირულას კიდევ ერთი სახეობა: Phryganistria chinensis Zhao

Zooclub

გიგანტური მწერი, რომელიც 64 სმ-ს აღწევს. ეს სახეობა 2016 წელს, ჩინეთის პროვინცია გუანსი-ჯუანში ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს. მწერს სახელი ენტომოლოგ ჩაო ლის საპატივცემულოდ დაერქვა.

ხოჭო ტიტანი

Zooclub

ცნობილ ხოჭოებს შორის ყველაზე დიდი სახეობა, რომელიც  გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. მისი სიგრძე 16,7 სმ-მდე იზრდება (ზოგიერთი წყაროების მიხედვით, 210 სმ). ტიტანი ღამის მწერია, ხოლო დღე ხის ფუღუროებში, მიწის ქვეშ ან ხის მორებში იმალება. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-დან 5 კვირამდეა.

კოლექციონერები ხოჭო ტიტანის ფიტულში 680-დან 1000 დოლარამდე იხდიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?