error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/350f7aebd5e207c28551644b8bbf27ca.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
როგორ მოვიპოვოთ ზაზუნას ნდობა და როგორ ვეთამაშოთ მას?
როგორ მოვიპოვოთ ზაზუნას ნდობა და როგორ ვეთამაშოთ მას?
ზაზუნა არაერთი ადამიანის საყვარელი შინაური ბინადარია, მაგრამ ყველა პატრონმა არ იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს მასთან თამაშის დროს.

თვით აღქმა "ზაზუნასთან თამაში" სხვა შინაურ ბინადრებთან (კატა, ძაღლი)  თამაშისგან რადიკალურად განსხვავდება. როდესაც მას ხელს კიდებთ, ეფერებით, მტევანი მიგაქვთ მის თვალებთან, მღრღნელი ვერ იგებს, რომ თქვენ მასზე ზრუნავთ ან ართობთ. იგი მსგავს მოქმედებებს ხედავს ასე: "დიდმა მონსტრმა ამიყვანა ხელში და მაწვალებს".

ის ხომ პატარა, უსუსური მღრღნელია და არ იცის, რას ნიშნავს თამაში.

Zooclub

ზაზუნას ცხოვრების წესია: ირბინოს ღამე, შეაგროვოს საკვები, ჭამოს და გამოიკვლიოს
ახალი ტერიტორიები.

პატრონი ყოველივე ზემოჩამოთვლილს უნდა აცნობიერებდეს, სასურველი არაა ამ პატარა ბინადრის უხეშად ხელში აყვ
ანა, თვალთან თითის მიტანა ან უხეში მოფერება. თუ ამ დროს იგი გამოავლენს უკმაყოფილებას, შესაძლოა, გიკბინოთ კიდეც.

როგორ შეიძლება ვეთამაშოთ ზაზუნას?

მღრღნელისა და ადამიანის ურთიერთობის სრული პროცესი დაფუძნებულია ნდობაზე.  თუ ზაზუნას თქვენი ეშინია, მეგობრობაც არ შედგება. პირველ რიგში, აუცილებელია შეიჩვიოთ ის.

(იხილეთ: როგორ მივიჩვიოთ მღრღნელი?)

შეჩვევის შემდეგ, მოთმინებით დაელოდეთ, როდის ამოძვრება მღრღნელი თქვენს ხელზე, მხარზე და ა.შ.  გაუმასპინძლდით თქვენივე ხელის გულზე დადებული სასუსნავით. გაუკეთეთ ისეთი ტერარიუმი, რომ გამოიკვლიოს და ამით გაერთოს, რადგან ეს მისთვის მართლაც, საინტერესოა.

Zooclub

ძირითადად, ზაზუნასთან თამაში მასზე მზრუნველობას ნიშნავს.

რამდენიმე სასარგებლო რჩევა

არასოდეს გააღვიძოთ მძინარე ზაზუნა. ასე თქვენ არღვევთ მღრღნელის ნორმალურ ბიორიტმს (ის ღამის ცხოველია).

თამაშამდე და თამაშის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები.

არ ეჩხუბოთ და არ დასაჯოთ მღრღნელი - მას უბრალოდ არ ესმის, ხოლო მისი მხრიდან ნდობა იმ წამსვე გაქრება.

Zooclub

ასევე იხილეთ: 

სათამაშოები თქვენი მღრღნელისთვის

თუ თქვენი მღრღნელი იკბინება

ზაზუნა სახლში – როგორ მოვუაროთ მღრღნელს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?