სათამაშოები თქვენი მღრღნელისთვის
სათამაშოები თქვენი მღრღნელისთვის
მღრღნელები აქტიური ცხოველები არიან, ამიტომ, იმისათვის, რომ ის მხოლოდ გალიაში, ერთფეროვან გარემოში არ იყოს, მას სჭირდება სხვადასხვა გასართობი საშუალება.
ნებისმიერ მღრღნელს ესაჭიროება ადგილი სადაც ის დაიმალება და განმარტოვდება, ამისთვის გალიაში სადაც თქვენი პატარა ბინადარი ცხოვრობს, გაუკეთეთ პატარა სამალავი. ეს ძალიან მარტივი კონსტუქცია, თქვენი ხელითაც შეიძლება გააკეთოთ, გამოიყენეთ ამისთვის ქოქოსის კაკალი, გაანთავისუფლედ მისი გულსართი, გამოაშრეთ და გააკეთეთ როგორც "ფუღურო", მოათავსეთ გალიის შიგნით, რათა თქვენს მღრღნელის სამალავი ჰქონდეს.

Zooclub

კარგია თუ თქვენი პატარა ბინა
დარისთვის შეიძენთ დიდ გალიას, რათა მასში მოათავსოთ მისთვის გასართობი კონსტრუქციები და ასევე ჰქონდეს სამოძრაო სივრცეც. 

Zooclub
გაუკეთეთ თქვენს მღრღნელს გალიაში კიბე, რომელიც ხელს შეუწყობს მის აქტივობას და მის ენერგიულობას მისცემს სტიმულს. მღრღნელები , რომლებიც არ მოძრაობენ, სიმსუქნიკენ არიან მიდრეკილნი და იოლად ავადდებიან სხვადასხვა დაავადებებით. თქვენი ბინადარისთვის კიბის გაკეთება სახლის პირობებშიც მარტივია, უკეთესი იქნება თუ ეს კიბე ხისგანი იქნება დამზადებული, არ შეიძლება შეღებილი მასალისგან იყოს, რადგან მღრღნელი მას აუცილებლად დაღრღნის და ეს შეიძლება მისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

Zooclub

მისთვის ასევე სახალისოა გალიაზე ჩამოკიდებული კონსტრუქციებიც. მაგ: ნატურლური მასალისგან გაკეთებული თოკი (სელის, ბამბის), მნიშვნელოვანია რომ ბაწარი იყოს სქელი, რათა მღრღნელი მასში არ აიბლანდოს.


ბორბალი და სასეირნო ბურთი

საკმარისი ფიზიკური აქტივობისთვის, თქვენი პატარა ბინადარისთვის რეკომენდირებულია ბურთი და ბორბალი.
ბორბალი მაგრდება გალიის შიგნით, ზოგჯერ გალიას ყიდიან უკვე დაყენებული ბორბლით. თუ თქვენ აპირებთ გალიის შეძენას , რომელსაც უკვე აქვს ბორბალი, მიაქციეთ ყურადღება ბორბლის ზომას, რათა თქვენი მღრღნელისთვის ზომებში პატარა არ აღმოჩნდეს. გასართობი ბორბალის ოპტიმალური ზომებია 18-20 სმ, გააჩნია თქვენი მღრღნელის სიდიდეს. ის უნდა იყოს გაკეთებული სპეციალური მასალისგან, რათა მოძრაობის დროს არ ისრიალოს და თქვენმა პატარა ბინადარმა ტრამვა არ მიიღოს. ნუ დატოვებთ ბორბალს გალიაში, პერიოდულად აიღეთ ის გალიიდან, რადგან ეს პატარა რსებები ძალიან აქტიურები არიან, შესაძლოა ბორბალში მოძრაობით ძალიან გადაიტვირთონ თავი, რაც მათ გამოფიტვას იწვევს.

Zooclub

სასეირნო ბურთი გამოიყენეთ გალიის გარეთ, ოთახის იატაკზე. ეს ძალიან კარგი საშუალებაა, იმისათვის, რომ თქვენმა პატარა ბინადარმა ოთახში ისეირნოს და ვერ მოახერხოს დამალვა. ბურთით სერინობის შემთხვევაში, არ არის საჭირო ყოველ წუთს თვალი ადევნოთ მას.

Zooclub


გვირაბი

გვირაბი იდეალურია თქვენი პატარა ბინადარისთვის საძრომიალოდ და ასევე დასვენებისთვისაც. მისი აქტივობისთვისაც მნიშვნელოვანი ატრიბუტია, განსაკუთრბით კარგია თუ იქნება არაგამჭვირვალე, რათა მღრღნელმა კომფორტული სამალავი გაიკეთოს. იყიდება გალიები, რომლებსაც უკვე გამზადებული გვირაბი მოყვება, ამიტომ თუ გადაწყვეტთ მსგავის გალიის ყიდვას, მიაქციეთ ზომებს ყურადღება, რომ გვირაბი თქვენი მღრღნელისთვის ვიწრო არ აღმოჩნდეს.

Zooclub

სათამაშო კბილების სალესად

მღრღნელს კბილები სულ იზრდება, ამიტომ აუცილებელია ხშირად ილესონ ისინი. ამისათვის თქვენს პატარა ბინადარს სჭირდება, ნივთი რომელსაც ხშირად დაღრღნის. მოუმარაგეთ თქვენს მღრღნელს ამისთვის საჭირო ნივთები, მაგ: როგორიც არის ბოთლის თავსახური- ნატურალური ნივთიერებისგან გაკეთებული, ხის ტოტი, პემზა, ან კარდონის ნაგლეჯი.

Zooclub

თუ ყურადღებით იქნებით თქვენს პატარა ბინადართან და უზრუნველყოფთ მათ ყველა საჭირო აქსესუარით, ის ჯანმრთელი და აქტიური გაიზრდება.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?