თუ თქვენი მღრღნელი იკბინება
თუ თქვენი მღრღნელი იკბინება
მღრღნელები მშვიდი არსებები არიან, ისინი უმიზეზოდ არ კბენენ პატროს.
თუ ის იკბინება, ესეიგი, ამის მიზეზი არსებობს. უმეტეს მშემთხვევაში ის, თავდაცვის მიზნით იკბინება, მაშინ, როდესაც შეშინებულია. იმის მიხვედრა კი რთული არ არის, როდის არის თქვენი ბინადარი შეშინებული. შიშის დროს ის დგება უკანა თათებზე, ან პირიქით, მიწას ეკრობა და ჩასაფრებულია. ამ დროს მისი ხელის ხლება არ ღირს. კიდევ ერთი - თუ შეეხებით მძინარე მღრღნელს, დიდი ალბათობაა, რომ ის გიკბენთ.

მღრღნელმა შეიძლება გაგფხაჭნოთ იმ შემთხვევაში, თუ ხელზე საკვების სუნი გაქვთ, მას ჰგონია, რომ სასუსნავს
აწვდით. ამის თავიდან ასაცილებლად, სანამ თქვენს პატარა ბინადარს მიუახლოვდებით, გადაიბანეთ ხელები.

მსგავს შემთხვევებში, ნუ დასჯით
ცხოველს, ის ძაღლი არ არის, რომ ასწავლოთ, როგორ მოიქცეს. დააბრუნეთ ეს პატარა არსება გალიაში და დაიმუშავეთ ნაკბენი ადგილი. თუ მღრღნელი ჯანმრთელია, თქვენს ჯანმრთელობასაც საფრთხე არ დაემუქრება.

მღრღნელი- მშიშარა და უსუსრია, ისიც განიცდის და გრძნობს, ყველაფერს რაც მის გარშემო ხდება, ამიტომ ეცადეთ, რომ არ გააღიზიანოთ ეს პატარა არსება.

ტეგები
mari
ჩემმა ზაზუნამ გამჩხაპნა და ეს ასაცრელია თუ არა?
T-rex Tamari
მე მყავს 1 ზაზუნა. მაინტერესებს, როცა შვილები გაუჩნდება, მე რომ მის შვილებს ხელი მოვკიდო ის თავის შვილს მიირთმევს?გთხოვთ მიპასუხოთ.
ana
და როგორ გავიგო ზაზუნა ჯანმრთელია თუ არა? ბავშვს უკბინა და მირჩიეს დაელოდე 14დგე თუ არაფერი მოუვიდა ზაუნას არ აცრა ბავშვიო...5თვეა გვყვავს ეს ზაზუნა და შეიძლება რაიმე დაავადება ქონდეს?
მირა
ორი ზღვის გოჭი მყავს, ერთი მაგრად მკბენს და მეორე თუნდაც მაგრად მიჭყლიტე საერთოდ რეაქცია არ აქვს, ჩემი პაწაწინა მღრღნელები ^_^
kola
ჩვენი პარლამენტარებივით ყოფილან,მშიშრები და ღორმუცელები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?